Flekosteli

19 წლის ვიყავი, როცა მეგობარი გოგონასგან გავიცანი მამაკაცი, რომელიც ცოლშვილიანი აღმოჩნდა. მე იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა. ისე მოხდა, რომ ჩემმა შეყვარებულმა სხვა მოიყვანა ცოლად, თუმცა ამის მიზეზი დღესაც არ ვიცი. ჩემმა ახალმა ნაცნობმა მამაკაცმა ისარგებლა ამით და თითქოს თანაგრძნობის გამო მირეკავდა და მამშვიდებდა.

ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომ მოვწონდი. მე ისეთ დეპრესიაში ვიყავი, რომ მისი ზარები მსიამოვნებდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე და ჩვენი სატელეფონო ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მის გარეშე ყოფნა არ შემეძლო, ჩვენმა შეხვედრებმა უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო. მასაც სიგიჟემდე ვუყვარდი, მაგრამ ჩვენს შორის უზარმაზარი ბარიერი არსებობდა. მას ოჯახი ჰქონდა და შვილი ჰყავდა.

როგორც თვითონ მიყვებოდა, ცოლმა სიცივე იგრძნო, დაათრო და მასთან ისე დაამყარა ინტიმური კავშირი. იმ ღამის შემდეგ კი დაფეხმძიმდა. ეს რომ გავიგე, საშინლად ვიგრძენი თავი. ვფიქრობდი, რომ აღარასდროს ვნახავდი, მაგრამ უერთმანეთოდ ვერ გავძელით, ჩვენი შეხვედრები ისევ განახლდა, ამასობაში მას მეორე ბიჭიც შეეძინა. ცოლს განქორწინება მოსთხოვა, მაგრამ ის უარზეა. ჩემს შეყვარებულს კი სახლში მისვლა აღარ უნდა. ხან სად სძინავს და ხან სად. მეუბნება საქართველოდან წავიდეთო, თუმცა ოჯახის შიშით ამას ვერასოდეს გავრისკავ, რადგან მკაცრი მშობლები მყავს. უკვე 23 წლის ვარ და არ ვიცი რა ვქნა, ცხოვრება კოშმარად მექცა.

ჩემს პრობლემებთან ერთად იმასაც ვფიქრობ, სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება როგორ ავაგო, ღმერთი ამას არ მაპატიებს. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

Facebook კომენტარები
Flekosteli