იმისათვის, რომ ამოიცნოთ მატყუარა და მოღალატე, წაიკითხეთ ჩვენი მკითხველების მიერ გამოგზავნილი ისტორიები.
- 1. „მისი საყვარელი მომიახლოვდა საერთო მეგობრის ქორწილში ყოფნისას და ყველაფერში გამომიტყდა. ყველანაირად ვცდილობდი თავის შეკავებას, იმისათვის, რომ არ გამეფუჭებინა დღესასწაული, წვეულების დასრულებისას კი მივეცი გრძნობებს თავისუფლება და მოვუწყვე ნამდვილი კოშმარი.“
- 2. „როცა დასასვენებლად მივფრინავდით, უცებ გაახსენდა რაღაც დეტალები წინა შვებულებიდან და გადაწყვიტა ჩემთან დემონსტრირება. ამ დროს ხსნის შეტყობინებებს თავის ტელეფონში და ორივე ვხედავთ საერთო ნაცნობის მიმოწერას, თუ როგორ ეწუწუნება, რომ არ უნდა ჩემთან ერთად დასასვენებლად წასვლა და მოენატრება. თვითმფრინავი სწორედ მაშინ აფრინდა და წინ ყველაზე „ბედნიერი“ 11 საათი მქონდა ცხოვრებაში.“
- 3. „ერთ დღეს სამსახურიდან ადრე მომიწია მოსვლა. დიახ, რაღაც სულელური ფილმის ეპიზოდივით ჟღერს, მაგრამ ეს რეალურად გადამხდა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ოდესღაც მე ვესაუბრებოდი თავისუფალ ურთიერთობებზე და ის უარზე იყო და ახლა რას ვხედავ?!“
- 4. „სახლში მოვედი 12-საათიანი მორიგეობის შემდეგ და ვხედავ საპირფარეშოს მოუწესრიგებელს. ჰმ, ან 12 საათია ჩემმა მეუღლემ ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში აქაურობა, ან ვიღაც ქალი იყო აქ. ვეჭვობდი, რომ თავის კოლეგასთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ მეგობრები იყვნენ. ვიცოდი, რომ ის ქალი ბინას ყიდდა და ბინის რეალტორს ვთხოვე სახლში შეშვება. ბინაში ვიპოვე ჩემი მეუღლის ზედა და ტუმბოზე საძინებელში საერთო ფოტო. ბინგო! ჩვენ გავეყარეთ ერთმანეთს, ის დაქორწინდა მასზე. რა თქმა უნდა, ცოტა ხანში მასაც უღალატა და გაეყარნენ ერთმანეთს.“
- 4. „სახლში მოვედი 12-საათიანი მორიგეობის შემდეგ და ვხედავ საპირფარეშოს მოუწესრიგებელს. ჰმ, ან 12 საათია ჩემმა მეუღლემ ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში აქაურობა, ან ვიღაც ქალი იყო აქ. ვეჭვობდი, რომ თავის კოლეგასთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ მეგობრები იყვნენ. ვიცოდი, რომ ის ქალი ბინას ყიდდა და ბინის რეალტორს ვთხოვე სახლში შეშვება. ბინაში ვიპოვე ჩემი მეუღლის ზედა და ტუმბოზე საძინებელში საერთო ფოტო. ბინგო! ჩვენ გავეყარეთ ერთმანეთს, ის დაქორწინდა მასზე. რა თქმა უნდა, ცოტა ხანში მასაც უღალატა და გაეყარნენ ერთმანეთს.“
- 6. „ჩემი მეგობარი გადავიდა საცხოვრებლად ახალ სახლში და დამპატიჟა აღსანიშნად. ვახშმის დროს, ვისთან ერთადაც ქირაობდა ბინას, იმ გოგონამ ახსენა ბიჭი საკმაოდ უცხო სახელით და თქვა, რომ მასთან ჰქონდა ურთიერთობა. მეც ვუთხარი, რომ ჩემს პარტნიორსაც იგივე სახელი ერქვა. იმ გოგონამ მისამართი თქვა, სადაც ცხოვრობს ეს ბიჭი და ისიც დაამატა, რომ სამედიცინოზე სწავლობს. მე ვუპასუხე, რომ სწორედ ის იყო, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი. იმ გოგონამ მითხრა, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული ხვდებოდა მას. იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავით, ერთსა და იმავე ბიჭზე ვსაუბრობდით, რიგრიგობით დავურეკეთ ტელეფონზე. ეჭვი აღარ შეგვპარვია.“
- 7. „მე ეს აღმოვაჩინე “ფეისბუქის” მეშვეობით დაშორებიდან რამდენიმე თვის თავზე. იმ დრომდე ვაგრძელებდი მის მშობლებთან, ძმებთან და დებთან კომუნიკაციას, ისინი კი მონიშნულნი იყვნენ მისი ახალშობილი ბიჭის ფოტოებზე და ბავშვი იმაზე დიდი ხნის წინ იყო გაჩენილი, ვიდრე ჩვენი განშორებიდან 9 თვის ვადაში.
- 8. „ჩემს პარტნიორს iPhone-ი და Macbook-ი ჰქონდა. ასე რომ, მის ტელეფონზე მოსული შეტყობინებების წაკითხვა შემეძლო ნოუთბუქის მეშვეობით მანამ, სანამ სამსახურში იყო. ჩემი კოლეჯის დავალებისთვის გამოვიყენე მისი ნოუთბუქი. მან მიიღო შეტყობინება ყოფილისგან, რომელთანაც დროდადრო კომუნიკაცია ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ის გათხოვილი იყო და არ ვღელავდი. მუშაობის დროს ეკრანის კუთხეში გამოჩნდა მოკლე ტექსტური შეტყობინება: „უბრალოდ გახსენებ, რომ მიყვარხარ.“ ვერ მოვითმინე და გავხსენი მიმოწერა. მდა… ჩემი პარტნიორი მას სწერდა ძილის წინ და დილით ადრე, როცა სამსახურში მიდიოდა და შემდეგ მე მკოცნიდა გასვლისას. როცა დაბრუნდა სამსახურიდან, მე აღარ დავხვდი სახლში.“