“დილის 5 საათი იქნებოდა, საწოლში ვიწექი და ვფიქრობდი ეს როგორ გავაკეთე, ან ჩემს თავს, შვილებს ან მის ოჯახს რაღას ვერჩოდი თქო. მანამდე თუ მხოლოდ ვკამათობდით, ახლა უკვე შემომაკვდა და ორი გზა მქონდა, – გავიქცეოდი ან ჩამსვავდნენ 20 წლით.
მერე ჩემს ცოლ-შვილს ვიღა მიხედავდა, ან იმის უპატრონო ოჯახზე ვინ იზრუნებდა!? – ამიტომ გაქცევა გადავწყვიტე. ჩავილაგე, რამოდენიმე პირადი ნივთი და სანამ გვამს ვინმე იპოვიდა და პოლიციას გამოუძახებდა მაგ დროს უკვე ქალაქიდან გასული ვიყავი. საღამოს უკვე ცხინვალის გავლით გადავედი რუსეთში. 15 წლის მანძილზე ვუგზავნიდი ფულს ჩემს ოჯახსა და ცხონებულის ქვრივ-ობლებს. სინდისი მქენჯნიდა, მაგრამ რა უნდა მექნა, სულ არაფერს სჯობდა ჩემი მუხლჩაუხრელი შრომა, 20 წლით ოთ კედელში გამომწყვდევას. ამით ორმაგად დავაწვებოდი კისერზე ჩემებს.
სადაც ქართულ ლაპარაკს გავიგონებდი სასწრაფოდ ვქრებოდი იმ ადგილებიდან, მეგონა რომ პოლიცია მეძებდა და მომაგნებდნენ. ფულსაც ებრეალ ექიმბაშს ვატანდი, ერთი იმდენს კი იმას ვაძლევდი, კრინტი რომ არავისთან დასცდენოდა. ერთხელაც საქართველოდან უკან აღარ დაბრუნდა, როგორც გავიგე გზაში გული გაუსკდა და გარდაიცვალა.
რაღა უნდა მექნა, ახალი კაცი მჭირდებოდა, რომელსაც ფულს გავატანდი. უკვე რამოდენიმე თვე იყო, ფული არ გამიგზავნია და ვნერვიულოობდი. ბოლოს ერთი სტუდენტი ვიპოვე, ღამე მუშაობდა და დღე სწავლობდა ის საცოდავი.
რომ ვუთხარი რამდენსაც გადავუხდიდი მაშინვე სიხარულით დამთანხმდა. მოკლედ ამ ბიჭს რამდენიმე თვის სამყოფი ფული გავატანე საქართველოში. მაგრამ, რომ ჩამოვიდა და მომიყვა რაც მოხდა თავზარი დამეცა. ებრაელი შუა ღამეს ტოვებთან კართან ფულს, კარზე აკაკუნებდა და მიდიოდა. ეს კიდევ, დღისით მზისით მივიდა მისულა ჩემს სახლში. მოკლედ ჩემი ცოლი გათხოვილა. ჩემს სახლში ვიღაც კაცი მიუყვანია და მისთვის ბავშვიც გაუჩენია და ასე ალხეინად ჩემი ფულით ჩემს კისერზე ცხოვრობდნენ. მალხაზი, რომელიც მე მოვკალი თურმე ჩემი გაგზავნილი ფულით ზამთარში ბაკურიანში ისვენებდა და ზაფხულში კიდევ გაგრაში.
15 წლის წინ თურმე დამსიზმრებია რომ ვიღაც მოვკალი, მე უბედური კი ისე გავიქეცი, არც გადამიმოწმებია არაფერი. კონტაქტიც რომ არ მქონია ვერც ვერაფერი გავიგე. თურმე ყველას მკვდარი ვეგონე. ყველას დავავიწყდი. თავიდან ფული რომ უპოვიათ უფიქრიათ რომ მე ვგზავნიდი, მაგრამ მალხაზასაც რომ უთქვამს მეც იგივე თანხა მხვდება კართანო მე მაშინვე გამომრიცხეს რადგან ჭირივით მეზიზღებოდა მალხაზა. აი ასე, სიზმარმა ცოლი დამაკარგინა. 15 წელი ცოლის ქმარი უზრუნველად მაცხოვრებინა, ჩემი ჩათლახი მეზობელი მალხაზასთვის კი ზამთრისა და საფხულის კურორტები არ დამიკლია.”
დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.