Flekosteli

დედაჩემმა და მამაჩემმა ორმოც წელზე მეტი იცხოვრეს ერთად, გასაჭირიც შეხვედრიათ, არაერთი დაბრკოლებაც, მაგრამ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და თანადგომით დაუძლევიათ. საოცარია, როგორ ახერხებდნენ პრობლემების მოგვარებას ისე, რომ შვილებს არაფერი გვეგრძნო?! ახლა, როგორც კი ოჯახში პატარა დაბრკოლება ჩნდება, ჩემს შვილებს ყველაფერში ხელი ეშლებათ.. და ეს მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა არ გახლავთ. ბევრი რამ არის ისეთი, რაც მე და ჩემს ქმარს შორის უთანხმოების მიზეზი ხდება.

ხომ არ შეიძლება, 20 წელი ქრონიკულად იტანდე ქმრის უხეშობას, ალაგ-ალაგ მუშაობას, არასტაბილურობას, საშინელ სიმთვრალეს, უსაქციელობას და ღირსების დაკარგვას? მშურს ჩემი მშობლებისა, რადგან მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ეს გრძნობა კი ჩვენთვის უცხოა, შვილები ამას ხედავენ და განიცდიან. ფაქტია, რომ მე და ჩემს ქმარს ხასიათების შეუთავსებლობა გვჭირს და სიყვარული კი არა, პატივისცემაც აღარ გვაქვს ერთმანეთის. მაშ, რაღა გვაძლებინებს ერთად? ალბათ, ისევ ის ყბადაღებული და ამაზრზენი “რას იტყვის ხალხი” და კიდევ ის, ვაითუ ჩვენს შვილებს ვინმემ წამოაძახოს – თქვენმა მშობლებმა ერთმანეთს ვერ გაუძლესო.. არადა, ეს ყველაფერი სისულელეა. ქმართან 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ ასეთი დასკვნა გამომაქვს: პატარ-პატარა შეცდომებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება თვალების დახუჭვა, მაგრამ საკუთარი ღირსების გათელვისთანავე ქალმა უნდა არჩიოს ცალკე ცხოვრება, რადგან მისი ქმარი აღარასოდეს გამოსწორდება.

ამიტომ, რაც უფრო ადრე დაშორდება ცოლ-ქმარი ერთმანეთს, ნაკლებად დაზარალდებიან ბავშვები. კაცმა ერთხელ თუ დაინახა, რომ ცოლმა მნიშვნელოვანი რაღაც აპატია, მერე დაიჯერებს, რომ პატიება ქალის მოვალეობაა, კაცს კი შეუძლია ყველაფერი აურ-დაურიოს და ოჯახის წევრებს გული ატკიწოს. მიმტევებლობა გამართლებულია შეგნებულ ადამიანთან, ვინც აღიარებს თავის შეცდომებს, თორემ ღირსებადაკარგულთან ურთიერთობა მგლის თავზე სახარების კითხვაა. დარწმუნებული ვარ ბევრი ქალია ჩემს დღეში და ძალიან მინდოდა ეს საჯაროდ მეთქვა მათთვის და საკუთარი თავისთვის.. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

Facebook კომენტარები
Flekosteli