Flekosteli

ძალიან რომ არ მიჭირდეს და დაბნეული არ ვიყო, ალბათ ვერ გაგიბედავდით წერილის მოწერას, მაგრამ იმედი მაქვს, ვინმე გამომეხმაურება და რაიმეს მირჩევს.. თავს უიღბლოდ მივიჩნევ. 35 წლის კაცი ვარ და ვერა და ვერ ვეღირსე ნორმალურ ოჯახს. ქართლის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ვცხოვრობ.

სახლიც მაქვს და კარიც. ვშრომობ და არაფერი აკლია ჩემს სახლ-კარს. ამ სამი წლის წინ ცოლად შევირთე ზუგდიდელი გოგო. თავიდან ბედნიერი ვიყავი, მომავალი მეიმედებოდა, მაგრამ გავიდა დრო და ცოლი შემომიჩნდა, — ბინა ვიქირაოთ, ცალკე ვიცხოვროთო. არაფერი აკლდა, მეც და დედაჩემიც თავს ვევლებოდით, მაგრამ დედამთილი ვერაფრით შეიყვარა..

დედა რომ რაიმეში დამნაშავე ყოფილიყო, გავუგებდი.. უარი ვუთხარი. ჩვენ შვილი არ გვყოლია, ამიტომ როცა წავიდა, არც გავკიდებივარ. ვფიქრობდი, თუ ჭკუაზე მოვიდოდა და დაბრუნდებოდა, ჩვეულებრივად გავაგრძელებდით ცხოვრებას, მაგრამ არ დაბრუნდა და მეც ხელი ჩავიქნიე. შარშან ერთი ბორჯომელი გოგო გავიცანი, თამუნა, ძალიან მომეწონა. რამდენჯერმე შევხვდი, მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და ქორწილზეც შევთანხმდით. თამუნას ოჯახშიც ვიყავი სტუმრად ჩემს დეიდაშვილთან ერთად, ერთ თვეში ხელის მოწერას ვაპირებდით, რომ ერთ დღეს დამირეკა და აღელვებული ხმით მითხრა: — ახლა გამაგებინეს, რომ სამი ცოლი გყოლია, მე თურმე მეოთხე უნდა ვიყოო და ყურმილი დამიკიდა. საშინლად დამწყდა გული.

მე მისთვის არაფერი დამიმალავს, ისიც იცოდა, რატომ დავშორდი პირველ ცოლს. დასანანია, რომ სხვის ბოროტ ენას აჰყვა. ცოტა ხანს აღარ დამირეკავს, მეგონა, მიხვდებოდა თავის შეცდომას და შემეხმიანებოდა, მაგრამ ლამის გული ლოდინით დამელია, ბორჯომში ჩავედი და კარს მივადექი. თამუნას ნათესავმა გამიღო კარი – დედამისმა ამ ცოტა ხნის წინ თავის ერთ ნაცნობ კაცს ძალით მიათხოვაო. კინაღამ გული გამისკდა.. აი, ასე უცებ დასრულდა ყველაფერი.. ასე მგონია, “ჩემს ქუჩაზე” აღარასოდეს მოვა გაზაფხული.. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

Facebook კომენტარები
Flekosteli