iafi aviabiletebi
More

    დამეხმარეთ იქნებ როგორმე გამათხოვებინოთ..

    aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

    ჩემი შვილი უკვე 35 წელს გადასცილდა, მაგრამ ისევ გასათხოვარია. ვინაიდან მას ვერც მაჭანკლობით ვუშველე და არც მკითხავებთან სიარულმა უშველა, მინდა, მისი გათხოვება «მობილი-ზაციის» საშუალებით ვცადო.

    არ გეგონოთ, რომ უხასიათო და უშნოა. პირიქით, ბიჭებს მასზე თვალი რჩებოდათ, მაგრამ კომპლექსებითაა სავსე (ასე გავზარდე, რადგან მეგონა, ასე იყო საჭირო) და კაცთან დალაპარაკებასაც კი გაურბოდა ხოლმე.

    მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო: ჩვენთან მისი ხელის სათხოვნელად ბიჭი დასავლეთიდან ჩამოვიდა. ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ. მაშინ ჩემი შვილი 32 წლის იყო. მართალია, ბიჭს არ იცნობდა, მაგრამ იმ კაცს ჰყავდა ნანახი და როგორც ამბობდა, ძალიანაც მოსწონდა.

    ჰოდა, როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ყვირილი ამიტეხა: – ხომ არ გაგიჟდი, ვინ ჩემი საქმრო? აქ არავინ მოვიდეს, თორემ ერთ ამბავს დავაწევო! – ვიფიქრე, ახლა ჭირვეულობს, თორემ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უცხო ადამიანების მოერიდება და გაჩერდება-მეთქი.

    ჰოდა, ამ იმედით მივიღე სტუმრები, მან კი, როგორც კი «საქმრო» დაინახა, ყვირილი ატეხა: – ყველანი გაეთრიეთ, თორემ თავებს გაგიჩეჩქვავთო. თუ გაგიჟდა, მტრისას.. იმ ბიჭმა და მისმა ამალამ სასწრაფოდ დატოვა ჩვენი სახლი: – ეს გოგო გიჟი ყოფილაო!

    მოკლედ, ბევრი შანსი ჰქონდა, როცა შეეძლო, გათხოვილიყო, მაგრამ ამას ყოველთვის გაურბოდა, მე კი ვერ ვხვდები, ასე რატომ იქცევა? იქნებ თქვენთან გამოქვეყნებულმა მესიჯმა მაინც უშველოს. დიდი მადლობა წინასწარ.

    Facebook კომენტარები
    turebi iafadturebi iafad

    ბოლო სიახლე

    Aviabiletebi iafad

    სტატიები

    დაკოპირება ისჯება კანონით

    aviabiletebi