iafi aviabiletebi
More

    მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გააშველოთ მოჩხუბარი ბავშვები – ექსპერტის აზრი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს

    aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

    უეცარი დარტყმის ხმას საშინელი ტირილისა და ყვირილის ხმა მოსდევს.. პირველი, რასაც ნებისმიერი მშობელი აკეთებს, არის ის, რომ მირბის ბავშვებთან გასაშველებლად. არადა, სულ არ არის აუცილებელი, – ამბობენ ექპერტები და მოჰყავთ არგუმენტები.

    • კრეატიული აზროვნება

    პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის ადამ გრანტის აზრით,  კარგი არგუმენტების მოყვანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ ამასთან, მშობლებს იშვიათად შეუძლიათ თავიანთ შვილებსაც იგივე ასწავლონ.

    „ვცდილობთ შევუქმნათ ბავშვს მშვიდი ცხოვრება, ამიტომ ვერევით ბავშვების ნებისმიერ კონფლიქტში. მაგრამ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციიდან დაცვით ჩვენ ვაფერხებთ მის შემოქმედებით განვითარებას“.

    • მოლაპარაკების წარმოება, კომპრომისის მოძებნა, საკუთარ თავზე

    პასუხისმგებლობის აღება – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარებია. არ ინერვიულოთ, თუ ბავშვები თქვენი და თქვენი მეუღლის ჩხუბს შეესწრო (რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში). პროფესორ გრანტის სიტყვებით, სამეცნიერო დონეზე დამტკიცებულია, რომ „მშობლების კონფლიქტი პოზიტიურად აისახება ბავშვის შემდგომ კრეატიულ აზროვნებაზე“.

    • დამოუკიდებლობა

    ფსიქოლოგები თვლიან, რომ მშობლები ბავშვების ჩხუბში უნდა ჩაერიონ მხოლოდ უხეში ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში. ცნობილი ბლოგერი და 4 შვილის დედა – მელისა ფენტონი უარს აცხადებს მშობლების მხრიდან ბავშვების კონფლიქტში მონაწილეობაზე. „ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

    რაც უფრო მალე გაიგებენ ჩემი შვილები, თუ რა უნდა მოიმოქმედონ იმისათვის, რომ უთანხმოება გაანეიტრალონ, მით უკეთესი.. არ მინდა, რომ ჩემზე, ან ნებისმიერ სხვა ვინმეზე იყვნენ დამოკიდებული, რომელიც მოვა და მოაგვარებს მათ პრობლემებს“, – წერს მელისა ფენტონი.

    • დიდი ცხოვრება

    ბავშვები, რომლებმაც გაიარეს მრავლობითი უსიამოვნებები, გამოიმუშავებენ აუცილებელ გამოცდილებას რეალურ ცხოვრებაში. „თუ იშვიათად ვხვდებით კონფლიქტურ სიტუაციებში, ჩვენ ვსწავლობთ მათგან დამალვას, – ამბობს პროფესორი გრანტი, – ჩხუბის თვალყურის დევნება ან უშუალოდ მასში მონაწილეობა პირიქით, ეხმარება ადამიანს უფრო მეტად „გამოწრთობილი“ გახდეს. ამის საუკეთესო დრო – ბავშვობაა. საუკეთესო პარტნიორები ჩხუბისთვის კი –  საკუთარი და-ძმაა“, – თვლის ფსიქოლოგი.

    • წარმატება კარიერაში

    როგორ ფიქრობთ, რა საერთო აქვთ ადვოკატებს, ლიტერატურულ აგენტებს, დეპუტატებს და მსხვილი კომპანიების გენერალურ დირექტორებს? ეს არის უნარი არგუმენტებებზე დაყრდნობით გადაწყვიტოს სადაო საკითხები. არ არის ცუდი პერსპექტივა ხომ?

    გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.

    Facebook კომენტარები
    turebi iafadturebi iafad

    ბოლო სიახლე

    Aviabiletebi iafad

    სტატიები

    დაკოპირება ისჯება კანონით

    aviabiletebi