Flekosteli

მამაჩემის ნათესავის შვილმა გეპეიში ჩააბარა და ჩვენთან ცხოვრობდა, ქირაში ფული რომ არ ეხადათ. ეს ბიჭი იყო მთვარეული.. მე არ მინახავს, მაგრამ ლეგენდები დადიოდა, კედლებზე დადისო..

მოკლედ, დედამისმა გვითხრა რომ საწოლთან სველი ტილო დაუდეთ და ფეხს რომ შეახებს, სისველეზე გამოფხიზლდებაო… ერთ ღამეს, ადგა ეს ბიჭი და შუქი რომ არ იყო, ხან ერთ კარებს შეასკდა, ხან მეორეს და ბოლოს ტუალეტში ჩაიკეტა.

მამაჩემმა იფიქრა, მოუარესო და ორჯერ დაუძახა.. იმას ეტყობა მოერიდა ხმა რომ გაეცა და გაისუსა. წიქარა რომ კარებს შელეწავს რქებით, ესე შეამტვრია მამაჩემმა კარები და ეს ბიჭი გაჭინთული დახვდა უნიტაზზე, ქაღალდით ხელში. კარები სულ მოირყა.

ჩარჩო გატყდა ორგან, პეტლები ამოცვივდა და მოკლედ თავიდან ბოლომდე დეფორმირდა.

მამაჩემმა საკუთარ თავზე აიღო კარის შეკეთება და ზოგგან ფიცარი ჩააკერა, ზოგგან ფანერკა, მაგრამ კარი არ იხურებოდა. მერე თავი მოახერხა კარებს, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

მოკლედ იმდენი აპატარავა ეს კარები, ვესტერნი ფილმებში რომ ბარის კარებია მოკლე, იმას დაამსგავსა.

რომ შედიოდი, ფეხები და თავი გიჩანდა, იმდენად დამოკლდა. ბოლოს ხელოსანი მოიხმო მამაჩემმა.. ერთი ლოთი რაფიკა იყო უბანში და ბებიაჩემის ჩამოტანილი ჭაჭის არაყს შეპირდა.

მუშაობის პროცესში კი გამოცალა რაფიკამ არყის ბოთლი და პეტლები შიგნიდან დაუყენა.

ძალიან პატარა ტუალეტი გვქონდა და შიგნით რომ შეაღებდი კარს, უნიტაზს ედებოდა. მერე უნდა ჩამხტარიყავი ვანაში, კარები დაგეხურა და მერე ჯდებოდი უნიტაზზე. მოკლედ, ესე ვხტუნაობდით მხატრული მოტანვარჯიშესავით კაი ხანს. მერე, უბანში შეგვხვდა რაფიკა და მამაჩემს კითხა;

როგორ არისო კარები?

მამაჩემმა უთხრა;

ხელზე თუ დაი@ვამ და შეაგდებ, თორემ ისე ვერ შევდივართო შიგნით

Facebook კომენტარები
Flekosteli