iafi aviabiletebi
More

    ”ისე მცემდა, ცხოველს არ გაიმეტებ ეგრე. მეათე სართულიდან ვხტებოდი და…” – ბაგირას ტრაგიკული პირადი ცხოვრება

    aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

    პრაიმჰაუსის ყოფილი მონაწილის, ბაგირას ტრაგიკული პირადი ცხოვრება
    ბაგირა „პრაიმტაიმთან“ ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს.

    დეა ხიდაშელი: – ზოგადად ძალიან მიმნდობი და მიამიტი ვარ, ვინც გამიღიმებს, ყველასი მჯეროდა. ერთადერთი შეყვარებული მყავდა, დღე-დღეზე რომ უნდა დავქორწინებულიყავით. 24 დეკემბერი მეზიზღება, მაგ დღეს ვაპირებდით ხელის მოწერას. ვფიქრობ, მართლა გადავრჩი.

    იმდენად მიყვარდა, ბევრი რამ დავთმე. გვერდით გავწიე მეგობრები, ოჯახის წევრებთანაც თითქმის აღარ მქონდა კონტაქტი. თუ მანამდე სოციალური პეპელა ვიყავი, მთლიანად ჩამოიშალა ეს ყველაფერი. ყველა ქსელი გავაუქმე, ერთადერთი, რაც ხდებოდა, იყო ის, რომ მე და ეს ადამიანი ერთად ვცხოვრობდით. სახლში ჩამკეტა. თავიდან იყო მორალური ძალადობა, შემდეგ ფიზიკური, რომელიც არ ითქმის… შრამები მაქვს, კანზე სიგარეტით ამომწვარი, იყო გამეტებული ცემა…

    ახალი წელიც მეზიზღება. შარშან წინ, ახალ წელს ბორჯომში ვიყავით, ერთ-ერთ ძალიან მაგარ სასტუმროში დავრჩით… ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი ყვირილის და დახმარების თხოვნის ხმა არავის ესმოდა არც სტაფს და არც იქ დამსვენებლებს… ახალი წელი იყო, ბევრი ხალხი და ყველა გაიგონებდა.

    ახალ წელს დასისხლიანებული შევხვდი, სახე აღარ მქონდა. სანამ ეს მოხდებოდა, ღამის 12 საათამდე უნდა ვყოფილიყავი ყველაზე ლამაზი მისთვის, საუკეთესო კაბა უნდა ჩამეცვა… მართლაც ასე მოხდა.
    – რა იყო ძალადობის ძირითადი მიზეზი, ეჭვიანობდა?

    უზომოდ ეჭვიანი და ეგოისტი იყო. მესმის, რომ ბავშვობიდან ბევრი ტრავმა ჰქონდა, მაგრამ… ადამიანი შეიძლება იყოს შემდგარი, კარგ სამსახურში მუშაობდეს, კარგი თანამდებობა ჰქონდეს, ჰყავდეს კარგი ოჯახი, მაგრამ თუ კომპლექსები აქვს და ამას შენი სიყვარულით უვსებ, უკონტროლო ხდება. კომპლექსები რომ უკმაყოფილდება, აღარ იცის, რით შეივსოს ის დანაკლისი, რაც აქამდე არ უგრძვნია, პირდაპირ ძალადობაზე გადმოდის.

    მე ამას 5 თვე გავდიოდი, ასე ვცხოვრობდი…

    – ამ ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა თუ იცოდნენ?

    – არაფერს ვეუბნებოდი. დაზიანებებით სახლშიც ვერ მივდიოდი. მაშინ ბებოსთან ერთად ვცხოვრობდი, ვლოცულობდი ხოლმე, რომ ჩემთვის დაერეკა და ეთქვა, წნევა აქვს და უნდა წავიდე-მეთქი. ჩემი მშობლებისა და ბებოს კეთილგანწყობა რომ მოიპოვა, თვითონ ურეკავდა, ხომ კარგად ხართო. ტელეფონის ნომერი მან მომცა, ძალიან ცოტამ იცოდა, სხვათა შორის, ახლაც ის მაქვს, არ შემიცვლია. არც ერთი სოციალური ქსელი არ მქონდა. რა ფილმს ვუყურებდი, იმასაც ნახულობდა.

    ერთხელ მახსოვს, ფანჯარა რატომ არის ღია, მე ასე არ დამიტოვებიაო და მაგის გამო ისე მცემა, ცხოველს არ გაიმეტებ ეგრე. ის ქუჩა, სადაც ვცხოვრობდით, ახლაც მძულს, მეათე სართულიდან ვხტებოდი. შემომათრია და უფრო მეტად მცემა.

    ახლა ჰგონიათ, რომ მეტირება და ცუდად ვარ, ვთამაშობ ხოლმე… რეალურად, ისეთი რაღაც მაქვს გამოვლილი, თან მარტოს…

    იმ დროს ჩემ გვერდით რომელი მეგობრებიც იყვნენ, არ მომკარებიან… იმდენად ცუდად დამაშორა. ბებოს გამო წამოვდექი. არ ვჭამდი, არ ვსვამდი, ოთახში ვიყავი… ბებო ნერვიულობდა და რომ ვხვდებოდი, მიკვდებოდა, მის გამო ავდექი. მაშინ შევიძინე 2 მეგობარი, რომელიც ახლაც ჩემ გვერდით არიან.

    ყველა მოძალადე მანიპულატორია, გაჯერებს, იმიტომ გცემ, რომ მიყვარხარო. ყველაზე რთულია, როცა ფიქრობ, რომ ღირსი ხარ… მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ გადამხდებოდა, მაგრამ მოხდა.

    დღემდე რომ ვუყურებ ადამიანს, მისი მსგავსი თვალი ან რამე ნაკვთი აქვს, რაღაც მერთვება და ვბლოკავ გონებაში.

    – გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ტელეეკრანზე გამოჩნდი?

    – კი, გამოჩნდა. თავიდან დამცინა, მერე რომ მიხვდა აზრი აღარ ჰქონდა, შეწყვიტა. შემდეგ მემუქრებოდა, თურმე, საქართველოში არ იყო და ჩამოვიდა. მუქარაზე რომ გადავიდა, გურამს [შეროზიას] ვუთხარი.

    – რას ურჩევ ახლა იმ გოგონებს, რომლებიც ამ გზას გადიან?

    – თუ ოჯახის წევრებს ვერ ეუბნები, იპოვე ის ადამიანი, რომელსაც შენი მსგავსი ისტორია აქვს და დამიჯერე, ეგ ადამიანი დაგეხმარება და პირველ ნაბიჯს გადაგადგმევინებს. ოჯახის წევრებს ვერ ეუბნები, გრცხვენია, გერიდება და ფიქრობ, ისინი კიდევ უფრო დაგტუქსავენ. მე ეგ მომენტი მქონდა და გარშემო არ მყავდა ადამიანი, რომელსაც მსგავსი ისტორია ექნებოდა, თან გამხელილი.

    იყო მომენტი, როცა შუბლზე იარაღი მედო და მართლა შეიძლებოდა, მოვეკალი, დავცინე, იმდენად მინდოდა ეს….

    – რა კომპლექსები დაგიტოვა ამ ყველაფერმა?

    – ქერა თმა, რომელიც მიყვარდა და მაშინ მქონდა, ახლა მეზიზღება… თუ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ჩემი თავის დასჯა მინდა, ვცდილობ, ქერა პარიკი მოვირგო. ვიზუალურადაც შევიცვალე რაღაცები, მაგალითად ტუჩი. სარკეში რომ ვიყურებოდი, მეგონა, ყველაზე მახინჯი ვიყავი. ვერავის ველაპარაკებოდი, ხელში ვიღებდი ტელეფონს და ვიდეოებს ვიღებდი, მერე ვშლიდი. უამრავი ვიდეო მაქვს სახეჩამოხოკილს გადაღებული, ჩემს თავს რომ ველაპარაკები. მაქვს რამდენიმე კადრი, მას რომ მივმართავ…

    – 5-თვის შემდეგ თავი როგორ დააღწიე ამ ყველაფერს?

    – გამოვიპარე, ოღონდ როგორ, არ მახსოვს. ძალიან რთული იყო ჩემებისთვის დამეჯერებინა, რასაც აკეთებდა. ბებო მიხვდა, რაღაც ფაქტები დააკავშირა.

    უნივერსიტეტის ქუჩა მეზიზღება – რა მოხდა, არ ვიცი, გავარდა და ოთხი მანქანა დალეწა… ვერ მივხვდი რა უნდოდა, ის, რომ მე აღარ ვყოფილიყავი ფიზიკურად, თუ ორივე.

    რასაც ყველაზე მეტად ვნანობ და ვებღაუჭებოდი, ისაა, როცა პირველ 2 იდეალურ თვეს ვიხსენებდი. იქამდე არაფერს ამჟღავნებდა, ალბათ მთლიანად რომ მივესაკუთრებინე და მქონოდა იმის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვკარგავდი. ეს ყველაფერი დამაჯერა და ამიტომ ვიყავი ჩუმად, შანსს ვაძლევდი…

    ბოლოს, სახლში, ბნელ ოთახში ვიწექი და ჩემს თავს ვებრძოდი, ნახვა მინდოდა… შემეძლო მენახა, 1 საათით მაინც ვყოფილიყავი კარგად… რთული იყო, აწრიალებდა ტელეფონს, რომ გავსულიყავი, ან ცოლად გავყოლოდი, მართლა მომკლავდა.

    „პრაიმ ჰაუსშიც“ მაგიტომ შემოვედი, ფიქრს რომ არ გავეგიჟებინე.

    – ურთიერთობების გეშინია?

    – ძალიან მეშინია, ახლა განსაკუთრებით. ვფიქრობ, რომ ადამიანები გარემოებების მიხედვით იცვლებიან. არავის გამო ხდები ისეთი, როგორიც ხარ, შენ ხარ ეგეთი და მორჩა.

    Facebook კომენტარები
    turebi iafadturebi iafad

    ბოლო სიახლე

    Aviabiletebi iafad

    სტატიები

    დაკოპირება ისჯება კანონით

    ამერიკის ვიზა