iafi aviabiletebi
More

    22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

    ნახეთ როგორი დღე გექნებათ 22 დეკემბერს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

    ვერძი

    შესაძლოა, გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, საღამო გაატაროთ მეგობრებთან.

    კურო

    რთული დღეა, ეცადეთ, ნაკლებად ინერვიულოთ პროფესიულ სირთულეებზე, ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედეთ.

    ტყუპები

    გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვებულობა. მეტი სერიოზულობით მიუდექით ნებისმიერ საქმიანობას, რათა შეინარჩუნოთ კარგი რეპუტაცია.

    კირჩხიბი

    მეტი მოქნილობა გმართებთ პრობლემური საკითხების გადაჭრისას. გააანალიზეთ შეცდომები და გაითვალისწინეთ ახლობელი ადამიანების რჩევები.

    ლომი
    თქვენთვის მოსაწყენი დღეა, ერთფეროვნებამ შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭოთ. შეეცადეთ, მეტად გაუფრთხილდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს.

    ქალწული

    შესაძლოა, გაგიჭირდეთ პრიორიტეტების სწორად დალაგება. ახლა საჭიროა, გაითვალისწინოთ სხვების ინტერესები და სურვილებიც.

    სასწორი

    შედეგებით კმაყოფილი იქნებით, შესაძლოა, საჩუქარი და შექებაც მიიღოთ შესრულებული სამუშაოსთვის.

    მორიელი

    ძალიან მომთხოვნი ხართ სხვების მიმართ. ნუ ეცდებით მანიპულაციებს ახლობელ ადამიანებთან და საქმიან პარტნიორებთან, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

    მშვილდოსანი

    დღეს, გაქვთ შანსი, აღადგინოთ და განამტკიცოთ თითქმის დანგრეული ურთიერთობები, როგორც ნათესავებთან ასევე, ახლობელ ადამიანებთან.

    თხის რქა

    სასიამოვნო და ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა, გაახსენდეთ ძველ საქმიან პარტნიორებს და ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს.

    მერწყული

    იმისათვის, რომ გამოიყენოთ ახალი შესაძლებლობები, თქვენს პრინციპებზე უარის თქმა მოგიწევთ. დღე მარტივი არ არის, მაგრამ ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული.

    თევზები

    მოგიწევთ გეგმების შეცვლა, სირთულეებია მოსალოდნელი მგზავრობის დროსაც, ამიტომ, გამოიჩინეთ მეტი დაკვირვებულობა და სიფრთხილე.

    Facebook კომენტარები
    turebi iafadturebi iafad

    ბოლო სიახლე

    Aviabiletebi iafad

    სტატიები

    დაკოპირება ისჯება კანონით

    ამერიკის ვიზა