iafi aviabiletebi
More

    “ვინმეს კი არ ვიცავ ან ვამართლებ და… მერე მივხვდი თავის მართლება…”

    aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

    უპირველესად, ერთი შეკითხვა უნდა დავსვა: რამდენიმე დღის წინ კიევის ცენტრში საშობაო ნაძვის ხე დაიდგა და ატყდა ერთი ამბავი ჩვენთან, უგზავნიან გულებს და ყველაზე მაგარ ერად აცხადებენ. განა ცუდია, მაგრამ წარმოვიდგინე, ჩვენ რომ რუსეთთან ომში ვიყოთ, ვგულისხმობ პირდაპირ ომში, თავზე გვეცემოდეს ბომბები, ხუთას რაღაცა ბავშვი მკვდარი იყოს ღმერთმა დაგვიფაროს, მთავრობას კი არა რომელიმე მოქალაქეს, 5 სანტიმეტრიანი მუყაოს ნაძვის ხე სადმე, რომ გამოეჩინა, ანათემას გადასცემდა იგივე ხალხი. ყველაფერი, ყველა ქმედება ჩვენთან რატომ არის ცუდი და რაც არ უნდა გააკეთონ და რა სიტუაციაშიც არ უნდა იყვნენ, სხვისი ყველაფერი კარგი?

    ის კი არა, ბლოგის წერას, რომ ვიწყებდი, თავის მართლებით მინდოდა დამეწყო, ვინმეს კი არ ვიცავ ან ვამართლებ და… მერე მივხვდი თავის მართლება, ან იარლიყის მიწებება, მაშინ ხდება, როცა გარკვეული პროცესები ჭეშმარიტებას არ ემსახურება და ყველა ქმედებაში ჩანს სიყალბე.

    ჰოდა, ერთი ამბავი, რომელიც ჩავლილია უნდა გავიხსენო. რამდენიმე დღის წინ ჩვენი სასახელო პოეტის ტარიელ ხარხელაურის საიუბილეო თარიღი იყო, საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა და დააჯილდოვა კიდეც.. რა თქმა უნდა ასეთ პოეტთან ერთად რომ დგახარ, შესაძლოა თქვა ის ბანალური წინადადება: „ზუსტად ახლაა პოეზიის დრო!“ მე თუ მკითხავთ, ხარხელაურის დრო სულ არის, ამ ყველაფრისგან დაცლილი პოლიტიკის კი, რომელსაც არსაითკენ მივყავართ, არა! ერთ-ერთ ტელევიზიას არ უთქვამს რა პროცესები იყო. მხოლოდ ამოჭრა პრეზიდენტის ეს ერთადერთი ფრაზა: „ზუსტად, ახლაა პოეზიის დრო“ – მეტი არაფერი და მთელი დღე ატრიალა საკუთარ ფბ-გვერდზე. რომ ნახეს რომ კარგად გაიყიდა, ანუ კარგად დაამცირეს და „დააჰაჰავეს“ საღამოს პოლიტიკურ სტუმართანაც გაუშვეს მხოლოდ ეს ერთი ფრაზა. მეც არ ვიცოდი რა ხდებოდა, მერე მოვიძიე, რატომ შეიძლება ეთქვა პრეზიდენტს არაფრის გამო და ასეთ სიტუაციაში ეს წინადადება. ჰოდა, ამ ტელევიზიის სტუმარმაც არ იცოდა, ყური კი მოვკარი დღის მანძილზეო, თქვა, – სტროფიც ხომ არ თქვა რამე, რამ გაახსენა პოეზიაო?- წამყვანს ჰკითხა. წამყვანმა ჩაიღიმა – არა, აი ასე აზროვნებს ჩვენი ე. წ პრეზიდენტი, როცა მესამე პრეზიდენტს უჭირსო.

    თქვენ მითხარით რაზე უნდა ვილაპარაკო, როცა ასე დაუზუსტებელი და დამახინჯებული ინფორმაცია გადის ყოველ დღე ტელევიზიებით? ეს ხომ ერთი „მცირე“ ფრაგმენტია ე. წ ყოველდღიური ნიუსებიდან. ამის შემდეგ, რატომ ელით საზოგადოებისგან უფრო მეტ რეაქციას მიმდინარე მოვლენებზე? მე, მატყუებენ! ვგრძნობ, რომ მატყუებენ, როგორც მოქალაქეს. ყოველ დღე ვგრძნობ, რომ არავინ ვარ ამ ქვეყანაში! და მერე რევოლუციას მოიაზრებთ კონკრეტული პირებისთვის? ნუთუ 21-ე საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ ერთი ძალის მეორით არაცივილური გზით ჩანაცვლებაა მთავარი და არა მოქალაქე, რომელსაც მოჰბეზრდა ეს სისტემა?

    ერთხელ ნიკოლაი ბერდიაევი წერდა: „ ბოროტების წინააღმდეგ შემართული ამბოხი, უმალვე მონურ ბოროტებად გარდაისახება და მალავს სწორ გზას. ეს არის მონური მორჩილება ბუნებრივი ბოროტებისადმი. ეს უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კრიტიკაზე და ისტორიულ განვითარებაზე. როდესაც იწყება კრიტიკა კრიტიკისთვის და ხედავ არანაირი არსებითი თემა არ არსებობს, ან არსებობს და მალავ, განგებ ცრუობ, მაშინ მოქალაქეებში ყოველგვარი ორგანული იდეის კვდომა იწყება, მაშინ ხდება უმყოფობის დასადგურება და სიცარიელის უძირობა…“

    აი, ამ სიცარიელის განცდა გვაქვს დღეს მოქალაქეებს. თუ დააკვირდებით ღირსება – პატივმოყვარეობასა და თვითგაბღენძილობას ემყარება, ე. წ სამართლიანობა კი მხოლოდ ანგარებასა და შურისგებას. ეგ თქვენი კრიტიკა ამაზრზენი თვითკმაყოფილება და უხამსობაა მხოლოდ.

    როგორი აუტანელია ეს უგუნურება, უაზრო ზიზღი ერთმანეთისა, დაუსრულებელი ქექვა წარსულისა, არაფერი მამახსოვრდება სოციალური ქსელიდან და ე. წ პოლიტიკური გადაცემებიდან. რამდენი უაზრობით ვართ დაკავებულები, როდესაც ქვეყანაში ამდენი საქმეა გასაკეთებელი.

    ვფიქრობ, რომ დღეს მოქმედებენ არა პოლიტიკური ორგანიზაციები, ითქმის არა ქვეყნისთვის საჭირო სიტყვა, არამედ ვისმენთ ზედაპირულ, იდეებისგან დაცლილ ამბებს… ქვეყნის შიგნით შუღლის გაღვივება და ხალხის დაქსაქსვა არ არის სამართლიანი ბრძოლა! აშკარაა, -დღეს ქართველი პოლიტიკოსები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

    წესრიგი მაშინ დგება, როცა ადამიანები შენს გარშემო კარგად გააზრებული სოციალური ნორმების შესაბამისად იქცევიან, მათი ქმედებები პროგნოზირებადია და სხვებთან სათანამშრომლოდ მუდამ მზად არიან. სატელევიზიო გვერდებიდან კი აშკარად ჩანს, მხოლოდ საკუთარ ფრთებქვეშ გამომწყვდეულ მიმდევრებს, რომ სწყალობენ, დანარჩენი კი…. როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანა მოქალაქეების გარეშე?

    ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, – როდესაც არასწორი პოლიტიკოსები იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ეს არ ქმნის სამართლებრივ გარემოს, საზოგადოებას კი სწორი შეფასებები უჭირს. ეს თავის მხრივ წარმოშობს უნდობლობას, უნდობლობა კი აგრესიას, რაც ისევ და ისევ გვაბრუნებს ერთ წრეზე.

    Facebook კომენტარები
    turebi iafadturebi iafad

    ბოლო სიახლე

    Aviabiletebi iafad

    სტატიები

    დაკოპირება ისჯება კანონით

    aviabiletebi