iafi aviabiletebi
More

    კაცმა, პნევმატური იარაღით, ძაღლი მოკლა… ნახეთ რა მოხდა

    aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

    პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

    ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა”, – აცხადებს პროკურატურაში.

    შეგახსნებთ, ბათუმში, 6 მაისის პარკში, სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველმა, თეონა ყურშუბაძემ გაავრცელა.

    Facebook კომენტარები
    turebi iafadturebi iafad

    ბოლო სიახლე

    Aviabiletebi iafad

    სტატიები

    დაკოპირება ისჯება კანონით

    aviabiletebi