15 წლის ბიჭი ინდოეთიდან, სახელად აბიგია ანანდი, ცნობილი გახდა თავისი საოცარი ნიჭით – ის ზუსტად წინასწარმეტყველებს მომავალს. კონკრეტულად რა ეხმარება მას, უცნობია. თვითონ ამბობს, რომ ვარსკვლავებს ელაპარაკება.
წინასწარმეტყველის აზრით, სწორედ მარსი აშრობს დედამიწას. დასავლეთის ქვეყნები ისტორიაში ყველაზე უარესი პერიოდის წინაშე დგანან: „ვარსკვლავები საუბრობენ უპრეცედენტო სასურსათო კრიზისზე, რომელიც რეგიონის მაცხოვრებლებს უახლოეს 20 წელიწადში შეექმნებათ“.
ანანდი გვირჩევს: თუ ეს მოხდება, ჯობია დატოვოთ დიდი ქალაქები და დაიწყოთ საკუთარი პროდუქციის მოყვანა.
უკვე ცნობილია, რომ კალიფორნიის შტატმა მის სამხრეთ ნაწილში გვალვასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – ის შეეხო აშშ-ს უმსხვილეს ქალაქებს, კერძოდ ლოს ანჯელესსა და სან დიეგოს.
ეკოლოგიური კატასტროფის კულმინაცია 2040 წელი იქნება. სწორედ მაშინ მოხდება მარსის და სატურნის შემდეგი ურთიერთქმედება, რის შედეგადაც ეს წელი პლანეტაზე ყველაზე გვალვიანი და უმოსავლო იქნება.
ეკოლოგიური პრობლემების გარდა, მომავალ წელს დაიწყება ანალიზის გლობალური პროცესი – სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი.
„სიყალბე და დეზინფორმაცია – ყველაფერი ზვავივით წამოვა. თუმცა, ხალხი აღმოაჩენს სიმართლეს. ბევრი საზოგადოება, ორგანიზაცია და გაერთიანება შეწყვეტს არსებობას, რადგან ისინი დაარსდა სიცრუეზე. ყველაფერი, რაც უარყოფით და დაბალ ვიბრაციას ასხივებს, თანდათან განადგურდება.“ – განმარტა ანანდიმ.