Home ზოდიაქო თებერვლის თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

0
119

თე­ბერ­ვა­ლი შე­და­რე­ბით მშვიდ თვეა. მოვ­ლე­ნებ­საც შე­ე­ხე­ბა ეს და სი­ტუ­ა­ცი­ებ­საც. 19 თე­ბერ­ვლამ­დე მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­შია. მერ­წყუ­ლე­ბო, ახლა თქვე­ნი დროა, გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს.

4 თე­ბერ­ვალს მზე და ურა­ნის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. არ მი­ი­ღოთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. არ და­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­ში მა­მას­თან ან მე­უღ­ლეს­თან და სამ­სა­ხურ­ში – ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. ნუ გა­ი­ლაშ­ქრებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ. ას­პექ­ტი მალე გა­ივ­ლი­სა და ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად გა­და­ა­ფა­სებთ. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი გახ­შირ­დე­ბა, მწყობ­რი­დან გა­მო­ვა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, დრო­უ­ლად ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ამი­ტომ ეცა­დეთ პლუს/მი­ნუს 2 დღე არ და­ნიშ­ნოთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი. შე­ამ­ცი­რეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. მით უმე­ტეს, რომ 5-ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა ემო­ცი­უ­რო­ბა პიკ­ზეა.

5 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ამ დღეს მზე მერ­წყულ­შია, მთვა­რე – ლომ­ში. ეს არის ემო­ცი­უ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი დღე. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. არ გირ­ჩევთ ლი­დე­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნას. ყვი­რი­ლი­თა და ბა­ქი­ბუ­ქით საქ­მე­ებს ვერ მო­აგ­ვა­რებთ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა არის შე­დე­გის მი­ღე­ბის, წერ­ტი­ლის დას­მის დრო. შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 6 თვის წინ და­ი­წყეთ ან მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახლა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. ამ დღეს პლუს/მი­ნუს 2 დღე არ გირ­ჩევთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან (საქ­მი­ან­თან და სა­სიყ­ვა­რუ­ლოს­თან) ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­ჩე­ვას. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ არას­ტან­დარ­ტულ გა­მო­სა­ვალს მი­აგ­ნოთ და გა­მოხ­ვი­დეთ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იმ საქ­მი­დან, რო­მე­ლიც დიდი ხანი არ გაძ­ლევ­დათ მოს­ვე­ნე­ბას. ისე იმოქ­მე­დეთ, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი კი არა გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც გა­და­არ­ჩი­ნოთ. ამას­თან, სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ თქვე­ნი ნი­ჭის და­ფა­სე­ბა და აღი­ა­რე­ბა. იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მაგ­რამ არა მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

10 თე­ბერ­ვალს პლუ­ტო­ნი მერ­კუ­რის შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა. ეს შე­ერ­თე­ბა მოგ­ვი­ტანს ტრანსფორ­მა­ცი­ას, შაბ­ლო­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პლუ­ტო­ნი ყვე­ლას გა­და­კე­თე­ბას ცდი­ლობს. მერ­კუ­რი კი არის გო­ნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. ამი­ტომ სა­უ­კე­თე­სო დროა უსარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ რა­დი­კა­ლუ­რად ახა­ლი სფე­როს შეს­წავ­ლა. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ან გა­ი­გებთ იმას, რაც აქამ­დე თქვენ­თვის და­მა­ლუ­ლი იყო. იყა­ვით ფრთხი­ლად მგზავ­რო­ბი­სას. გაწ­მენ­დის შემ­დეგ 11 თე­ბერ­ვალს მერ­კუ­რი მერ­წყულს ეს­ტუმ­რე­ბა, სა­დაც და­ჩე­ბა 3 მარ­ტამ­დე. მერ­წყუ­ლი­სე­უ­ლი მერ­კუ­რი არის კონ­ტაქ­ტუ­რი, გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია, უყ­ვარს აღ­მო­ჩე­ნე­ბი და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დეთ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, ახალ ჯგუფ­ში და და­ი­წყოთ ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა.

Facebook კომენტარები

No Comments

Leave A Reply

Please enter your comment!
Please enter your name here

დაკოპირება ისჯება კანონით

aviabiletebi