რა არის ღვიძლის ციროზი და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში?

ღვიძლის ციროზი- ღვიძლის ქრონიკული პროგრესული დაზიანებაა. ახასიათებს ღვიძლის უჯრედების დაზიანება და კვდომა და მათი თანდათანობითი ჩანაცვლება მზარდი შემაერთებელი ქსოვილით. შეიძლება წარმოიშვას როგორც ვირუსული ჰეპატიტის გართულება. ხშირად ციროზის მიზეზი ალკოჰოლია.

დაავადების მთავარი გამომწვევი, როგორც წესი, B და C ჰეპატიტის ვირუსებია. დამასნებოვნებელი ოკუპანტი შეუმჩნევლად აზიანებს ორგანიზმს და ფარული ფორმით წლობით ცოცხლობს. დასნებოვანებიდან ციროზის გამოვლინებამდე ხშირად 2 ათწლეული გადის და დარღვევები უმეტესად შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე, როცა ადამიანი გულს ან რამე სხვა დაავადებას მკურნალობს. თვითონ მისი შეცნობა ძნელია, მაგრამ მაინც შესაძლებელი.

თუ უცებ უმიზეზო სისუსტეს იგრძნობთ, რომელიც არანაირად არ მიეკუთვნება რომელიმე სხვა დაავადებას, თუ უცებ მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი გაჩნდება, ძმარვა ან გულისრევა გაწუხებთ, ესე იგი დროა სისხლის კლინიკური ანალიზი გაიკეთოთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ახალგაზრდებში დაავადების სიმპტომები და ნიშნები უფრო მკაფიოდ არის გამოხატული ვიდრე მოხუცებში. ვირუსი უფრო აგრესიულად ბატონობს მათ ორგანიზმში, მოხუცის ორგანიზმში კი ის თითქოს ძალას კარგავს და უფრო სუსტად მოქმედებს და ნაკლებად არის გამოხატულად.

უნდა აღინიშნოს რომ ციროზის და C ჰეპატიტის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით ხანგრძლივია და სამ თვიანი კურსისგან და ამდენივე ხნიანი შესვენებისგან შედგება.

იგრძნობს რა უკეთესობას, ავადმყოფი, როგორც წესი, თავს ანებებს წამლების მიღებას. ღვიძლი კი ყურადღებიან და ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს და მუდმივ დახმარებას. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ჩვენი ორგანიზმის მთავარი ჯირკვალია.

თუ გაიგონებთ დიაგნოზს „ციროზი“ პანიკაში ნუ ჩავარდებით. ინფექცია ჩვენს ორგანიზმში დიდი ხნის წინ ჩასახლდა. ცხადია, გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია. ამიერიდან არავითარი მძიმე ფიზიკური დატვირთვა, აბანო და საუნა. მოერიდეთ ფიზიოთერაპიულ თბურ პროცედურებს ღვიძლის მიდამოში, არ გაირუჯოთ.

ალკოჰოლი კატეგორიულად აკრძალულია ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულთათვის და, მით უმეტეს, ციროზით დაავადებულთათვის.

ციროზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძილის და სიფხიზლის რეჟიმის დაცვა. უნდა დაიძინოთ არაუგვიანეს 22 საათისა და უნდა ადგეთ არაუგვიანეს 7 საათისა. დღისით 13-დან 15 საათამდე უნდა დაისვენოთ.

ფიზიკური დატვირთვა მინიმალური უნდა იყოს. ეს უმნიშვნელოვანესი პირობაა. არავითარი მძიმე ჩანთები, ბინის გენერალური დასუფთავება და ა. შ. აუცილებელია გასეირნება სუფთა ჰაერზე, ოღონდ ნელი ნაბიჯით და შესვენებებით (უმჯობესია მჯდომარე).

რეცეპტები

• ღვიძლის ციროზის დროს ივნისში დაკრიფეთ პირშუშხა და 6 ლიტრიანი ქილა აავსეთ, შეავსეთ არყით, ისე, რომ ფოთლები მთლიანად დაიფაროს, დაახურეთ თავსახური და 7 დღით დადგით მაცივრის ყველაზე დაბალ თაროზე. სვით თითო ს. კ. (მეტი არა!), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ.

• ერთმანეთში შეურიეთ 40 გრ ასკილის ნაყოფი, 40 გრ ჭანგას ძირები და 20 გრ ჭინჭრის ფოთლები. მოხარშეთ 1 ს. კ. ნარევი 1 ჭიქა მდუღარე წყალში, გააჩერეთ 2 სთ, გაფილტრეთ. სვით 2-3 ჯერ დღეში.

• ღვიძლის ციროზის დროს ძალიან კარგია დამჟავებული თეთრთავიანი კომბოსტოს წვენი, ჩვეულებრივი წესით დამზადებული, ოღონდ მარილის გარეშე. კარგია, თუ პარალელურად ჭარხლის წვენსაც მიიღებთ. მიიღეთ თითო ჭიქა 2 ჯერ დღეში.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა