აი როგორ უნდა ვიკვებოთ დიაბეტის დროს. ეს ინფორმაცია ბევრისთვის სასარგებლო იქნება!

არსებობს ორი სახის დიაბეტი: პირველი და მეორე.

პირველი სახის დიაბეტს აკონტროლებს ინსულინი: რაც უფრო ნაკლები რაოდენობის შაქარი გადადის სისხლში, მით უფრო ნაკლები ინსულინის შეყვანაა საჭირო. მეორე ტიპის დიაბეტის დროს საკუთარი ინსულინი საკმარისია, საჭიროა მხოლოდ შესაბამისი გარემოს შექმნა, რომ იმოქმედოს, ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ დიაბეტურ კვებაზე, არამედ ჭარბი წონის მქონე პირთა კვებაზეც. რაც უფრო მეტი ჭარბი წონა აქვს ადამიანს, მით მეტი ალბათობა არსებობს სხვადასხვა დაავადების განვითარების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტისაც.

შაქრიანი დიაბეტის დროს აკრძალვა ძირითადად ორი სახის პროდუქტს ეხება. ეს არის პირველ რიგში ყურძნის შაქარი – გლუკოზა. ეს სწორედ ის შაქარია, რომელსაც სისხლში აღმოაჩეჩენ ხოლმე. გამორიცხეთ რაციონიდან ჭარხლის შაქარიც, ანუ საქაროზა. ეს დამატკბობელი შედის უმეტესად საკონდიტრო ნაწარმში, სხვადასხვა ხილსა და უბრალოდ ტკბილ წყლებში, განსაკუთრებით იმპორტული წარმოშობის და ასევე სხვადასხვა წვენებში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გაიგონ. ნახშირწყლები შეიძლება იყოს რთული, მაგალითად კრახმალი, ცელულოზა (ჩვენ მათ ვხვდებით ცომეულ წაწარმში, ხილში, ბოსტნეულში) და უფრო მარტივი, ანუ მოკლე (მწარე ალაოს შაქარი – მალტოზა, არატკბილი რძის შაქარი – ლაქტოზა და უფრო ტკბილი ფრუქტოზა).

სხვა პროდუქტები, კონკრეტულად კი ნახშირწყლები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ სისხლში შაქრის რაოდენობის მატებაზე, საკვებში ნორმალური ფიზიოლოგიური რაციონის მიხედვით უნდა გამოიყენოთ, დაახლოებით 55-60% ენერგეტიკული მოცულობით, მთელი დღეღამის რაციონიდან.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თხევადი რძის პროდუქტები რძის შაქარს შეიცავენ. ამიტომ, მიუხედავად მათი ცხიმიანობისა, არ შეიძლება ერთ მიღებაზე 150 მლ-ზე მეტის, მაქსიმუმ 200 მლ-ის მიღება. ანუ გონივრული პრინციპი უნდა დაიცვათ, თანდათან დაიტვირთოთ. ავადმყოფს შეუძლია დღეში 1 ლ კეფირი ან რძე მიიღოს, მაგრამ ეს განსაზღვრული ინტერვალებით უნდა გააკეთოს, დაახლოებით 3-4 საათში ერთხელ. ხილის მიღებისას მნიშვნელოვანია მათი წონა, ზომა. ის, რაც ხელისგულზე ან მუჭში დაეტევა, შეიძლება მიიღოთ ერთ მიღებაზე. ანუ ყველაფერი გონივრულად. ნახშირწყლები, რომლებსაც პურ- ფუნთუშეულის გამოსაცხობად ან მაკარონის წარმოებაში ვიყენებთ, უფრო უხეში უნდა იყოს. ორგანიზმმა რაც შეიძლება დიდხანს უნდა გადაამუშაოს საკვები, რომ გლუკოზის საბოლოო რაოდენობა უფრო ნელა დაგროვდეს.

როცა ავადმყოფის კვებაზე ვსაუბრობთ, მთლიანობაში მალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეზღუდოს ენერგიის მიღება და მისი ხარჯვა. ამიტომ რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის ზრდა მაშინ, როცა თავს ჯანმრთელად გრძნობთ. სასურველია, რომ ეს დატვირთვა დროში იყოს გაწელილი. საკვების მიღებისას უმჯობესია ბოლომდე არ დანაყრდეთ.

თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, უნდა მიიღოს 60-70 გრ ცილა, მათგან მესამედი მცენარეული (კარტოფილი, ლობიოს ჯიშის მცენარეები, სოიო), 50–70 გრ ცხიმი, მათგან ორი მესამედი მცენარეული ცილის დღე-ღამური მოთხოვნილება კომპენსირდება უცხიმო ხორცით 200-250 გრ, ერთი კვერცხით (დიაბეტის დროს უმჯობესია კვირაში 2 კვერცხის მიღებით შემოიფარგლოთ) და 50 გრ უცხიმო ხაჭოთი, არაჟნით, კეფირით და რძით. კიდევ ერთი ვარიანტი: 200-300 გრ უცხიმო, უმჯობესია ზღვის თევზი, ერთი კვერცხი, 100 გრ უცხიმო ხაჭო, ჭიქა კეფირი. ცხიმები უნდა შეზღუდოთ. ეს განსაკუთრებით იმ პროდუქტებს ეხება, რომლებიც ფარულ ცხიმებს შეიცავენ. ესაა სოსისები, სარდელები, ძეხვი. მათზე უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ. თუ ხორცის ნაწარმს იყენებთ, მაშინ ეს უნდა იყოს მოხარშული ხორცი, ბულიონის მიღება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! მთელი ცხიმი, რომელსაც ხორცის ნაჭერი შეიცავს, ბულიონში გადადის.

რეკომენდებულია უფრო მჭლე ხორცი, რომელიც მაქსიმუმ თეფშის მეოთხედს დაიკავებს. მეორე მეოთხედი გარნირია კარტოფილით ან ბურღულით, თეფშის ნახევარი კი უნდა დაიკავოს მწვანილმა, რომელსაც სამწუხაროდ არასაკმარისად ვიღებთ. ყველანაირი სალათი ნახვით, კამით და ოხრახუშით, კომბოსტოთი და სტაფილოთი და ვაშლით. მწვაწილი შეიძლება შეცვალოთ სუპით (თალგამით, კარტოფილით და მწვანილით), ბორში სოკოს ბულიონით, მოხარშული ხორცის კოტლეტები, მოთუშული ღვიძლი ან ვირთევზა, ფარშირებული ბულგარული წიწაკა და ბადრიჯანი, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სუფრაზე.

დიაბეტით დაავადებულის საუზმე შეიძლება უხვი იყოს. და ეს სწორია, იმიტომ რომ დღის პირველ ნახევარში ჩვენ ძირითად ენერგეტიკულ მარაგებს ვხარჯავთ. შუადღისას სრულყოფილი კვება. საღამოს რაციონში უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული. რაც შეეხება ყველანაირ დამატებით კვებას ჩიფსებით, ორცხობილებით და სხვა სასუსნავებით, რომლებიც ყველა დახლზე იყიდება, საერთოდ არ გაეკაროთ. ასევე არ არის კარგი საკვების „ტელევიზორთან“ ან გონებრივი მუშაობის დროს მიღება: ასეთ დროს ადამიანი ჩვეულებრივ გაცილებით მეტს მიირთმევს და შიმშილის გრძნობა მაინც აწუხებს. მისი შეწყვეტა შეიძლება უხეში პურის ნატეხით, ბოსტნეულით, ანუ იმით, რასაც მინიმალური ენერგეტიკული ღირებულება აქვს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა თავი უნდა დაანებონ მოწევას. ალკოჰოლიც დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს (1 გრ-ში 7 კალ), რაც ღვიძლის ცხიმოვან დისტროფიას და მძიმე ჰიპოგლიკემიას იწვევს. ამიტომ მხოლოდ მშრალი ღვინო და კონიაკის ზომიერი მოხმარება შეიძლება.

გამოიყენეთ მინერალური წყალი „ბორჯომი“. მინერალური წყალი უკურეაქციას არ იწვევს, მოქმედებს რბილად და საკმაოდ ხანგრძლივად. მისი მოხმარების შედეგი 2-3 თვის მანძილზე გრძელდება. ის თითქოს ავარჯიშებს ორგანიზმის აღმდგენ რეაქციას.

ცალკე უნდა ითქვას დარიჩინის შესახებ. თუ მას 2 ჩ. კ. სუნელივით დაამატებთ საკვების ყოველი მიღებისას, შეძლებთ სისხლში შაქრის რაოდენობა დაარეგულიროთ.

ზოგიერთი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ინტერესდება, თუ რამდენად სასარგებლოა შიმშილი ამ დაავადების დროს. კვირაში ერთი დღე შიმშილობა დასაშვებია. შიმშილის დროს ინსულინის გაკეთება საჭირო არ არის. შიმშილობის წინა დღეს შეამცირეთ ინსულინის დოზა, შიმშილობის შემდეგ დღეს კი თანდათან გაზარდეთ მისი დოზა. კონკრეტული სქემა მკურნალ ექიმთან ერთად განიხილეთ.

შიმშილობა შეიძლება ჩაიტაროთ წყალზე ან ანტისტრესულ სითხეზე: 1ლ წყალი, 2 ლიმონის წვენი, 2 ს. ლ. თაფლი. და კიდევ უკეთესია დისტილირებულ წყალზე.

გახსოვდეთ: თუ დიაბეტის სამკურნალოდ თქვენთვის აუცილებელია ინსულინი, არ არსებობს ბალახი, რომელსაც ამ ჰორმონის შეცვლა შეუძლია!

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

 

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა