Შეწყვიტეთ ფულის დახარჯვა პედიკურზე – ამ 2 ინგრედიენტის წყალობით  თქვენი ქუსლები იდეალურ მდგომარეობაში იქნება მუდამ !

ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ – ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება.

ქუსლები ხშირად აქვთ დახეთქილი იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანი.

ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება. მათ განუწყვეტლივ “წკეპლავს” ქოშების ძირები.

ამის შედეგად გაჩენილ მიკროჭრილობებში ხშირად იჭრება ინფექცია, კანი წითლდება და ანთება იწყება. სოკოვანი დაავადებით დაზიანებული კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გამღიზიანებლის მიმართ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სოკოვანი დაავადების ქრონიკული ფორმა ზამთარში შესაძლოა მცირე ხნით ჩაცხრეს, მაგრამ ზაფხულში, მოსალოდნელია, ისევ გამწვავდეს.

ეს მარტივი საშინაო საშუალება დაგეხმარებათ უმოკლეს დროში მოირჩინოთ დამსკდარი ქუსლები, აღარ შეგაწუხებთ ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება.

Ამ სამკურნალო საშუალების ინგრედიენტები შეგიძლიათ იპოვოთ პრაქტიკულად ყველა სამზარეულოში! მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.

საჭირო ინგრედიენტები:

1-2 ჭიქა რძე

3 სუფრის კოვზი საცხობი სოდა

როგორ მოვამზადოთ:

ჯერ რძე გააცხელეთ. შემდეგ ჩაასხით აუზში ან ფეხის სპეციალურ აბაზანაში და დაუმატეთ სოდა. კარგად აურიეთ და გააჩერეთ ფეხები მასში 10 წუთის განმავლობაში.

როდესაც დრო ამოიწურება, ჩამოიბანეთ ფეხები თბილი წყლით და გაიმშრალეთ პირსახოცით. წაისვით თქვენი ყოველდღიური ფეხის კრემი და ისიამოვნეთ შედეგით!

არსებობს ნახეთქების მკურნალობის ასეთი მეთოდიც:

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ფუტკრის ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა, ცეცხლზე შეათბებთ და ერთმანეთში აურიეთ. მიღებული ნარევი ბამბის ტამპონით დაიდეთ ქუსლებზე, გააშრეთ და ზემოდან დაიდეთ მეორე შრე, ორი სამი შრე საკმარისია. გამშრალი აპკი კარგად გადაიხვიეთ ბინტით. 24 საათში გაიკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა. მოიცილეთ აპკი და ქუსლი პემზით დაიმუშავეთ. პროცედურა ჩაიტარეთ რამდენჯერმე.

 

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს