ექიმები გვირჩევენ ცივ ან ცხელ წყალს, ჩაის და “ფოკუსირებას” სუნთქვით ვარჯიშებზე.

მაღალი წნევა არის იმ ადამიანების რეგულარული თანამგზავრი, რომლებიც მუდმივ სტრესში ცხოვრობენ და გარდა ამისა აქვთ ცუდი ჩვევები, არარეგულარული და არაჯანსაღი კვება. ამის მიუხედავად, დღესდღეობით უკვე თითქმის აღარავის უკვირს, რომ ჰიპერტენზია ახალგაზრდებშიც გვხვდება.

ამ სტატიაში კი გაგაცნობთ წნევის შემცირების მარტივ, მაგრამ ეფექტურ გზებს. ხშირად ადამიანებს საავადმყოფოში წასვლის ეშინიათ, მაგრამ თვითონაც არ იციან, როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს.

ცივი წყალი ფეხებისთვის: სახლში წნევის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი წყალი. ამისათვის თქვენ უნდა დაიბანოთ ფეხები დაახლოებით ერთიდან ორი წუთის განმავლობაში ცივი წყლით. ან ცივ წყალში ჩადოთ ფეხები გარკვეული ხნის განმავლობაში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ვაშლის ძმარი: არანაკლებ ეფექტური ხალხური საშუალებაა ვაშლის ძმარი, რომელიც ეფექტურად ამცირებს წნევას არანაკლებ ოცდახუთიდან ოცდათხუთმეტი წუთის განმავლობაში.

ჩაი პიტნით: ასევე წნევის დაწევის საკმაოდ გავრცელებული საშუალებაა ჩვეულებრივი ჩაი პიტნით ან მინერალური წყლის ჭიქა, სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენით. ამ შემთხვევაში წნევა მცირდება 15-20 ერთეულით 20-30 წუთის განმავლობაში.

ცხელი წყალი ხელებისთვის: მაღალი წნევის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი აბაზანა. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 45 გრადუსი, პროცედურის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10 წუთი. თქვენ უბრალოდ ხელები უნდა მოათავსოთ ცხელი წყლით სავსე თასში დაახლოებით 10 წუთი.

დასვენება: თითქოს სასაცილოდ ჟღერს მაგრამ დამიჯერეთ ეს ერთ ერთი მნიშნელოვანი საშუალებაა, რომელსაც ყველაზე იშვიათად მიმართვენ. მაღალი წნევის დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა დაისვენოთ და შეეცადოთ სუნთქვა შეიკავოთ ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ 8-10 წამით 3 წუთის განმავლობაში.საინტერესოა, მაგრამ სწორედ ამ ტექნიკას შეუძლია ძალიან სწრაფად შეამციროს წნევა 30 ერთეულით.

თუ წნევა უფრო იზრდება, მაშინ შეგიძლიათ დალიოთ ვალერიანი და უბრალოდ დაწვეთ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არტერიული წნევის ხშირი ტალღები შეიძლება გადაიზარდოს სრულფასოვან ჰიპერტენზიაში, ამიტომ ზედმეტად მაღალი წნევის დროს არ უნდა მიმართოთ თვითმკურნალობას და დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც
ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა