სიბერე ათეროსკლეროზის გარეშე- ეს ნაყენი თქვენი მშველელი გახდება

ზამთრის დაწყებისთანავე მწვავედ ვრეაგირებდი ამინდის ცვლილებაზე: ხან თავის ტკივილი მტანჯავდა, ხან წნევის მატება. ექიმმა მითხრა: ათეროსკლეროზის გამო მეტეომგრძნობელობა გაქვთ მომატებულიო.

თან დაამატა, საკმაოდ ასაკოვანი ბრძანდებით და ეს თქვენს სისხლძარღვებში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების ბრალიაო.

ასაკოვანი ნამდვილად გახლავართ, უკვე 70-ს გადავაბიჯე, – მაგრამ გულხელ-
დაკრეფილი ჯდომა მაინც არ მსურდა.

მთელი ცხოვრება წამლებს გავურბოდი, მაშინაც კი, როცა მათი თავისუფლად ყიდვის საშუალება მქონდა, საპენსიო ასაკში კი წამლების კიდევ უფრო დიდი მოძულე შევიქენი.

გადავწყვიტე, საშველი მამის ბიბლიოთეკაში მომეძებნა ის სამედიცინო შინაარსის წიგნებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან აგროვებდა.

დიდი ხნის ძიება არ დამჭირვებია — ჩემი ყურადღება ერთ-ერთ წიგნში ჩადებულმა სანიშნემ მიიპყრო. გავშალე და სწორედ ის რეცეპტი აღმოვაჩინე, რომელიც
მჭირდებოდა:

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

აიღეთ 1 ლ წითელი მშრალი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გრამი გახეხილი პირშუშხა და 2 ცალი კანიანად გახეხილი ფორთოხალი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.გააცივეთ, გაწურეთ და შედგით მაცივარში.

მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, 2 სადილის კოვზი ჭამიდან ნახევარი
საათის შემდეგ. ორიოდე კვირაში შევამჩნიე, რომ წამალი მართლა მომიხდა.

გახსოვდეთ:

ნახარში უნდა დალიოთ უნალექოდ, ასე რომ, დალევის წინ ნუ შეანჯღრევთ. ყველას ვურჩევ, წელიწადში ერთხელ ათეროსკლეროზის ასეთი პროფილაქტიკა ჩაიტაროს.

ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბაბუაწვერას
ახალგამოწურული წვენი. უნდა მიიღოთ მთელი სეზონის განმავლობაში, 50 მლ დღეში 4-ჯერ, აუცილებლად ბრინჯის ახალმომზადებულ ნახარშთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ერთი შეხედვით, მკურნალობა დამღლელია, რადგან ყველაფერი უშუალოდ მიღების წინ
უნდა მოამზადოთ: ფესვები და ფოთლები გარეცხოთ, გააშროთ, გამოწუროთ წვენი.

ამავე დროს უნდა მოხარშოთ ბრინჯიც და ასე — დღეში 4-ჯერ მთელი სეზონი, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ეფექუტური საშუალებაა.

მისი წყალობით დაგიბრუნდებათ ნათელი გონება და არაჩვეულებრივი მეხსიერება, ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, განურჩევლად თქვენი ასაკისა.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც
ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა