სახლში მომზადებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როლებიც უმოკლეს დროში კურნავს რევმატიზმს

რევმატიზმი  –  დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

  • გულის რევმატიზმი;
  • სისხლძარღვების რევმატიზმი;
  • სახსრების რევმატიზმი;
  • კანის რევმატიზმი;
  • ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
  • სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
  • ინფექციური დაავადებები;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება;
  • ორგანიზმის გადაციება.

წითელი სამყურა და გვირილა.

აიღეთ ათ-ათი გრამი ნედლეული, დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დადგით წყლის აბაზანაზე 15 წთ–ით, დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ
და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.

მიიღეთ 50-100 მლ. როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარეგანად გამოიყენება საფენების და კომპრესების სახით სახსრების შესიების, დამწვრობის დროს.

— პირშუშხა, ბოლოკი

ამ მცენარეების ახალგაწურული წვენით დაიზილეთ სახსრები, დაიდეთ დაზიანებულ უბნებზე ნევრალგიური ხასიათის და სახსრების ტკივილის დროს.

მრავალძარღვა

დააქუცმაცეთ ხმელი ფოთლები
და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
ნაყენი მზადდება 15 გრ. ნედლეულისგან 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე. მიიღეთ თბილი სახით ყლუპობით ერთი საათის განმავლობაში. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ტუხტის და ბალბას ფესვი, გვირილის და ძიძოს ფოთოლი და ყვავილი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

დაამატეთ 3 წილი სელის თესლი. შეახვიეთ დოლბანდში და მოათავსეთ მდუღარე წყალში 3 წუთით. თბილი სახით დაიდეთ მტკივან ადგილზე და გადაიხვიეთ.

რევმატიზმის დროს ღუმელში გააცხელეთ ზღვის ქვიშა

შეკერეთ იმ ზომის ტომრები, რომ მათში ჩაეტიოს ოთხ-ოთხი კილო ქვიშა. ცხელი ქვიშა მოათავსეთ ტომრებში და დაიდეთ მტკივან ადგილებზე. ქვიშა შეიცავს მინერალებს და მეტალებს, ხოლო ტემპერატურა აჩქარებს ამ ნივთიერებებით მკურნალობის პროცესს.

აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენი, დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა ნატურალური თა-
ფლი, ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი, 1 სუფრის კოვზი მარილი, ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

მიიღეთ 100 გრამი ნარევი ძილის წინ. შეგიძლიათ, ადგილობრივადაც გამოიყენოთ — მტკივან ადგილას შეიზილოთ.

ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ასკილის წვრილად დაჭრილ ფესვს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუ-
ღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და 15 წუთს ვადუღებთ. შემდეგ ვწურავთ და ვიღებთ ნახევარ-ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.

 

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც
ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა