ანწლი საოცრებებს ახდენს – მინდა გაგიზიაროთ სამკურნალო ღვინის რეცეპტი.

ანწლის ქიმიური შემადგენლობა: 

ვიტამინები: B17, C

ქიმ.ელემენტები- ეთერზეთი, მწარე გლიკოზიდები, მთრთილავი ელემენტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანწლის ნაყოფი არის ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალება. ის ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

გარდა ამისა ხელს უშლის და ასევე ებრძვის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის პროცესს. დადებითად მოქმედებს სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობაზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ორგანიზმიდას გამოდევნის შარდმჟავას, აქვს მსუბუქი დამაშვიდებელი ეფექტი. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე: აქვს ფაღარათის საწინააღმდეგო ძლიერეად გამოხატული მოქმედება (შემკვრელი თვისება) და ა.შ.

ანწლის ნაყოფი გამოიყენება სასუნთქი სისტემის სამკურნალოდ: ტუბერკულოზი, ხველა, პლევრიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ: ფაღარათი, ბუასილი, საჭმლის გაძნელებული მონელება.

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის კარგად ებრძვის ნებისმიერი სახის სისმსივნურ დაავადებას. გარდა ამისა არის კარგი იმუნოსტიმულატორი.

გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ: გაციება, გრიპი და ვირუსული ინფექციები.

ანწლის ნაყოფი გაწურეთ სამფა დოლბანდში, ჩაასხით მინის ჭურჭელში და 3 ლიტრ წვენზე დაამატეთ 2 ჩაის ჭიქა თაფლი. ბოთლს მჭიდროდ დაუხშეთ თავი, საცობს გაუკეთეთ ხვრელი, მასში გაატარეთ შლანგის ერთი ბოლო, მეორე კი ჩაუშვით წყლიან ჭურჭელში, რათა დუღილის დროს აირები გამოვიდეს. ბოთლი მოათავსეთ თბილ, ბნელ ადგილას.

დუღილი რომ დასრულდება, გადაასხით ღვინო მუქი მინის ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გრილ ადგილას დააწვინეთ. 1-2 თვის შემდეგ ღვინო მზად იქნება. მიიღეთ 50 მლ ჭამის წინ გაციების, ხველის, ანგინის დროს.

ოდითგანვე ცნობილია, რომ ანწლის ახალგამოწურული წვენი და ნაყენი უხდება შაქრიან დიაბეტს (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), კუჭის წყლულს, ნევრალგიას, ჰეპატიტს, რევმატიზმს, რადიკულიტს.

1 ჩაის ჭიქა წვენში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე შეიძლება, ანწლის წვენს შეურიოთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და მიიღოთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ანწლის ხმელი ნაყოფი. დააქუცმაცეთ, 10 გრამს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი (საღამოდან დილამდე), გადაწურეთ და დალიეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც
ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა