ფსორიაზის მკურნალობის ხალხური მეთოდები – შედეგი საოცარია

დიდი ხანია ვაგროვებ ხალხურ რეცეპტებს. მინდა, ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ. გთავაზობთ ფსორიაზის მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. იმედი მაქვს, გამოგადგებათ.

სახალხო მკურნალები ფსორიაზს ამგვარად მკურნალობენ:

თავდაპირველად დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ თხლად წაისვით ასეთი მალამო:

ერთმანეთში აურიეთ 5-6 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 3 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ბავშვის კრემი და 2 ჩაის ჭიქა არყის მალამო.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

არყის მალამო: შემოდგომაზე მოკრეფილი არყის ხის ფოთლები გარეცხეთ ცივ წყალში და გააშრეთ ჩრდილში. მომინანქრებულ, მინის ან თიხის ჭურჭელში 1 სმ-ის სისქეზე ჩადეთ სამედიცინო სოლიდოლი, ზემოდან ამავე სისქეზე დააფინეთ დაფშვნილი ფოთოლი, შემდეგ ისევ სოლიდოლი (სოლიდოლის საცხი იყიდება აფთიაქებში), ისევ ხის ფოთოლი და ასე შემდეგ.

ჭურჭელს ძალიან მჭიდროდ დაახურეთ თავი (შეგიძლით, ცომიც მოუსვათ, ჰაერი რომ არ შევიდეს), შედგით ჰაერღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე და მთელი დღე
ასეთი რეჟიმით ათბეთ:

2 საათი თბება, 1 საათი აცივებთ. შემდეგ გაფილტრეთ, ფოთოლიც კარგად გამოწურეთ.

ნარევი ერთგვაროვანი რომ გახდება, კარგად შეიზილეთ დაზიანებულ კანში. მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ 30-40 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 30-40 წვეთი არალიის ნაყენი ცივ ანადუღარ წყალთან ერთად.

ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 20 გრამი არალიის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი, 2 კვირა გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გაფილტრეთ და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას. მიიღეთ ზუსტი დოზირებით, რადგან ოდნავ ტოქსიკურია.

თუ დაზიანებული კანი გექავებათ და ქერქოვანი კერები გაგიჩნდათ, სამკურნალო მალამოს შეზელამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით და
გულდასმით გაიმშრალეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.

ქერქოვანი კერები თანდათანობით გაქრება და ქავილიც გაივლის.

თუ დაზიანებულმა კანმა მუქი მოლურჯო ფერი მიიღო, ისვით შემდეგი მალამო:

ერთმანეთში აურიეთ 2 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კოვზი დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, 1 ჩაის ჭიქა არყის მალამო.

ეს ნაზავიც ერთგვაროვანი უნდა იყოს. მას, პირველი მალამოს მსგავსად, მკურნალობის ბოლომდე იყენებენ. ამ დროს არალიის ნაყენის სმა უნდა შეწყვიტოთ.

ორ კვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყეთ ელეუტეროკოკის ნაყენის მიღება: 150-200
ელეუტეროკოკის დაქუცმაცებული ფესვი დააყენეთ 1 ლ 40%-იან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. დროდადრო შეანჯღრიეთ.

ნაყენი შეინახეთ სიბნელეში. 10 დღე მიიღეთ 1/2  ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მომდევნო 4 დღე – 1 ჩაის კოვზი.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს