თევზები-ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშნები არიან, როცა საქმე ურთიერთობებს ეხება. უნდა აღიაროთ, რომ მციეროდენი წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა იმალება ამ ადამიანების თავში, ეს განსაკუთრებით მათ ესმით, ვისი პარტნიორიც ზოდიაქოს ნიშნით თევზებია.

ჩვენ გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ ვერავინ უგებს თევზებს და რატომ არის ეს აბსოლუტურად ნორმალური.

1. თევზები- ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ნიშნის ქვშ დაბადებულ ადამიანებს დანარჩენი 11 ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებების ნაკრები აქვთ.
თევზებისთვის ძალიან რთულია გრძნობებში და საკუთარ თავში გარკვევა, ამიტომაც იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს რთულად. ( ზოგჯერ აბსოლუტურად სულელურ გადაწყვეტილებებს იღებენ)
თუმცა პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან ღია ადამიანები არიან. თევზი მეგობარი ყოველთვის გეტყვით ,,დიახ“-ს, მაშინაც კი თუ მათთვის ეს სანანებელი იქნება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თევზები უფრო ლოგიკაზე არიან დამოკიდებულნი ვიდრე გრძნობებზე, სულელური საქციელების მიუხედავად ისინი რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის წინ ძირითადად ბევრს ფიქრობენ. თუმცა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მზად არიან მოსინჯონ ყველაფერი.

2. თევზები ყოველთვის ეძებენ ახალ შთაბეჭდილებებს
ისინი განსაკუთრებით ბედნიერები არიან მაშინ, როდესაც პოულობენ ადამიანს, რომელიც მზადაა მასთან ერთად გაიზიაროს თავგადასავლებისკენ სწრაფვა.
ძირითადად წარმატებული კავშირი აქვთ ადამიანებთან, რომლებსაც მათ მსგავსად ქაოსი და აჟიოტაჟი უყვართ. თუ ისინი სტაბილურობის ხაფანგში გაებმებიან, პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებენ აქედან თავის დასაღწევად.

3. თანაგრძნობით აღსავსე

ისინი გამუდმებით იზიდავენ ცხოვრებაში მელოდრამებს, გამუდმებით იღებენ მსხვერპლს, ამ ყველაფერს კი ისინი გულწრფელად აკეთებენ და არა საჩვენებლად. ასე რომ, თუ ყურადღებიან და მზრუნველ პარტნიორს ეძებთ ცხოვრებაში, მაშინ აუცილებლად თევზები გჭირდებათ.
4. უჭირთ რეალობის და ფანტაზიის გარჩევა
ისინი ყველაზე დიდი მეოცნებეები არიან დედამიწის ზურგზე, ამის მიზეზი კი მათი მმართველი პლანეტებია. ისინი გამუდმებით ახალი მიზნებისკენ ისწრაფიან და არასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით.

5. ემპათიის უნარი

თევზები უცნაურები არიან, ზოგჯერ იმდენად განიცდიან სხვის ემოციებს და იმდენად იძირებიან მასში, რომ საკუთარს თავს ვეღარ ართმევენ. ზოგჯერ მათი ცხოვრება ქაოსს მხოლოდ იმიტომ გავს, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანის პრობლემებს უმკლავდებიან.

6. მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ნორმალურად რაიმეს წარმოსახვა, როდესაც მარტო არიან.

თუ თევზები ოთახში შეიკეტებიან თუნცდაც 1 საათის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს საკუთარ თავთან ფიქრს უთმობენ. მათი განსაკუთრებულობა სწორედ ისაა, რომ კამპანიაში ყოფნისას სხვებზე ფიქრობენ და სხვებს ეხმარებიან, მხოლოდ მარტოობისას იცლიან საკუთარი თავისთვის.

7. ინტროვერტები

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთის ცდილობენ გარშემო ახალი ნაცნობები შეიძინონ, მათ არასოდეს იციან როგორ გახადონ ეს ნაცნობები ნამდვილ მეგობრებად. ისინი გულის სიღრმეშ ჩაკეტილები არიან და უჭირთ ისეთი ადამიანის პოვნა, ვისთანაც მთლიანად გაიხსნებიან.

8. მეგობრობენ ყველასთან

მათ ყოველთვის სჯერავთ, რომ ადამიანიები მათთან საუკეთესო მხარეებს აჩვენებენ, ისინი იდეალური ადვოკატები არიან. მათი დევიზია ,,არ განსაჯო ადამიანი სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება“

9. მგრძნობიარეები და ემოციურები

ფრთხილად იყავით, თუ აპირებთ რომ თევზებს კიდევ ერთი შენიშვნა მისცეთ მათ ბევრ ლაპარაკთან დაკავშირებით. ისინი იმაზე მეტად განაწყენდებიან ვიდრე წარმოგიდგენიათ. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ აწყენინებთ.


10. განსხვავებული როლები

ისინი სხვადასხვა როლს ირჩევენ საკუთარ ცხოვრებაში და ხშირად ცვლიან ამ არჩევანს, თუ თევზმა არ იცის ზუსტად რომელი როლით ცხოვრობს, ესეიგი მას ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება. პიროვნების გაორება მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.