იცოდით, რომ შეიძლება თქვენი ხასიათის ამოცნობა იმის მიხედვით, როგორ გძინავთ? ყველა ადამიანს თავისებური ძილი ახასიათებს. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩი ყოველ 4 საათში ერთხელ 20 წუთით იძინებდა ინტლექტუალური ბატარიების დასატენად. ჩარლზ დიკენსს კი, სახით ჩრდილოეთისკენ ეძინა კრეატიულობას გასაუმჯობესებლად. ყველას არ ახასიათებს მსგავსი უჩვეულო ძილი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მათ ძილის პოზებს, ბევრი დასკვნის გამოტანას შევძლებთ.ძილის დროს მიღებული პოზა აბსოლუტურად ქვეცნობიერი მდგომარეობაა. თქვენ შეიძლება ბევრი გაიგოთ თქვენზე და სხვაზეც, იმის მიხედვით, მუცელზე გძინავთ, ზურგზე თუ გვერდულად.

რომელია შენი საყვარელი ძილის პოზა? ამოირჩიე ერთი, და ნახე რას ამბობს ის შენზე.

მორი

ეს  არის გვერდულად მწოლიარე პოზა, გასწორებული ფეხებითა და ფეხების გასწვრივ გასწორებული ხელებით. იმის მიუხედავად, რომ ეს შეუვალ პოზიციას გავს, ასეთი დამიანი ხისტი და უხეში ნამდვილად არაა. მორის პოზაში მძინარე ადამიანები არიან ძალიან კომუნიკაბელურები, უყვართ ნებისმიერი კატეგორიის ხალხთან ურთერობა და ცდილობენ მაღალ საზოგადოებაში გარევას. არიან ძალიან მიმნდობნი და ზოგჯერ გულუბრყვილონიც კი ჩანან ამის გამო.

მეოცნებე

ეს პოზა ჰგავს წინას, თუმცა ამ შემთხვევაში ხელები მუმიასავით წინ გაწვდილი და გაჭიმულია. ესეთი ადამიანები სტუმართმოყვარე და გახსნილები არიან, თუმცა შეიძლება იყვნენ ეჭვიანები და ცინიკურები. გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებენ, თუმცა როდესაც რამეს გადაწყვეტენ, აღარ გადათქვამენ.

ჯარისკაცი

ეს არის ის პოზიცია, როცა სძინავთ ზურგზე და ერთმანეთის გასწვრივ გაშლილი ხელ-ფეხით. ასეთი ადამიანები არიან ძლიერები, არ უყვართ ალიაქოთი და სურთ სიმშვიდე. არიან ჩამოყალიბებულები და ყველაფერს სერიოზულად აღიქვამენ. ეს ასევე, გულისხმობს იმასაც, რომ მათ აქვთ მაღალი მოლოდინები და მოთხოვნები როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვების მიმართაც. ახასიათებთ ხვრინავაც.

თავისუფალი ვარდნა

მათ სძინავთ მუცელზე, ხელებით ბალიშს იხუტებენ და თავი აქვთ მასში ჩარგული. არიან თამამები და გიჟური ცხოვრების მოყვარულები. შეიძლება თავისუფალი სულის მქონე ადამიანებად მოგვეჩვენონ, თუმცა, სინამდვილეში, სულ შეფიქრიანებულები არიან. ისინი რისკის  მოყვარულებიც არიან. ასევე, ჩვენდა გასაკვირად, სენსიტიურებიც აღმოჩნდებიან ხოლმე.

ზღვის ვარსკვლავი

ეს არის პოზიცია, როდესაც სძინავთ ზურგზე, გაჭიმული ფეხებით და თავზე შემოდებული ხელებით. მათთვის მთავარი პრიორიტეტია მეგობრების შეძენა და ძალიან ლოიალურები არიან მათთან ურთიერთობისას. მათ უყვართ სხვისი პრობლემების მოსმენა და დახმარების აღმოჩენა. მათი ძილის პოზაც ისეთია, თითქოს სხვის ჩასახუტებლად არიან გამზადებულები.

ემბრიონის პოზა

ემბრიონისავით მოხრილი ძილი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძილის პოზა და ხალხის 41%-ს სძინავს ასე. ასეთი ადამიანები გარეგნულად ჯიუტი და დაუმორჩილებლები ჩანან, მაგრამ შინაგანად ძალიან მორცხვები და მგრძნობიარეები არიან. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ერთ პრობლემაზე საკმაოდ დიდი ხანი იფიქროს, უსარგებლოდ.