მორიელის ჰოროსკოპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მეგობრობა ნამდვილად ღირს, ამას კი ეს ხუთი მიზეზი ამტკიცებს:

ისინი საიმედოები არიან – მორიელი ყოველთვის მზადაა, რომ დაგეხმაროთ. თუ საიდუმლოს გამხელა გსურთ მორიელს უთხარით, ის ამაზე არავისთან ისაუბრებს.

ისინი მხიარულები არიან – თუ გართობა და დროსტარება გსურთ მორიელი იდეალური თანამგზავრია. ის არასდროს მოგაწყენთ და მუდამ თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებს.

საქმეს სრულყოფილად აკეთებენ – ისინი დაწყებულ საქმეს აუცილებლად ამთავრებენ და ამას სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ისინი ზოგჯერ შეუმჩნევლები არიან – ზოდიაქოს ასეთ აქტიურ ნიშანსაც სურს, რომ ზოგჯერ განმარტოვდეს. თუ არ გირეკავთ ესე იგი ყველასგან და ყველაფრისგან ისვენებს. ეს სულაც არ არის ცუდი, ის მეგობარს საშუალებას აძლევს რომ მისგან დაისვენოს.

არასდროს მოატყუოთ მორიელს – მას იდეალური ინტუიცია აქვს. თუ მის მოტყუებას გადაწყვეტთ არაფერი გამოგივათ. ამან შესაძლოა მეგობარი დაგაკარგვინოთ.