ზოგიერთი ბავშვი სულაც არაა ასაკის შესაფერისი აზროვნების და ქცევის, ზოგჯერ პატარები იმაზე ბევრად განსხვავებულად აზროვნებენ ვიდრე მათი რეალური ასაკია, ამიტომ გაეცანით ამ რამდენიმე ნიშანს, ასე შესაძლოა თქვენი შვილის ხასიათი ამოიცნოთ.

“უცხოპლანეტელი” – ეს სიტყვა განსაკუთრებით შეეფერებათ ისეთ ბავშვებს, რომლებიც სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ და საკუთარ თანატოლებთან საერთო არაფერი აქვთ.

ჩაფიქრებული და სევდიანი – თუ თქვენ შვილს ამჩნევთ, რომ ნაკლებად მხიარულობს და გამუდმებით ჩაფიქრებულია ეს იმას ნიშავს, რომ ბავშვს ცალკე სამყარო აქვს შექმნილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს.

ვერ ურთიერთობენ თანატოლებთან – თუ ბავშვი იმაზე დიდია გონებრივად ვიდრე ეს ფიზიკურად ჩანს დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვებთან ვერ იურთიერთოს.

ურთიერთობენ უფროსებთან – უფროს ადამიანებთან დროს კარგად ატარებენ, კლასელებზე მეტად მასწავლებლებთან უყვართ ყოფნა.

ხშირად ატარებს დროს მარტო – ასეთ ბავშვებს ძალიან უჭირთ ურთიერთობების აწყობა და თავს მარტო ყველაზე კარგად გრძნობენ. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი დეპრესიულია უბრალოდ თანატოლები მას ვერ უგებენ.

ზედმეტად ცნობისმოყვარე – ასეთი ბავშვები ძალიან ბევრ კითხვას სვამენ და ძალიან უცნაური ფორმებით.

ისინი დამოუკიდებლები არიან და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აქვთ – ასეთ ბავშვებს მშობლები ხშირად ენდობიან, რადგან პატარები გამუდმებით დამოუკიდებლები არიან და ყველა საქმის მიმართ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა განვითარებული.

“პატარა დიდი კაცი” და “პატარა დიდი ქალი” – ასეთ ბავშვებს ხშირად ამ ფორმით მიმართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ: მან ასობით ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს… ჰოლოკოსტის გმირის უცნობი ისტორია