ჰოროსკოპი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა. Hora – ითარგმნება როგორც დრო, scopos– როგორც მიმომხილველი. ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ვარსკვლავებზე დაყრდნობით, ბედის განსაზღვრაა შესაძლებელი. ბერძნულ ჰოროსკოპში ყოველ თვეს საკუთარი მფარველი ღმერთი ჰყავს.


21 იანვარი –19 თებერვალი– ჰერას თვე
ჰერა– ღმერთების დედოფალი, უზენაესი ღმერთის ზევსის მეუღლე. გამოირჩევა ძალაუფლების სიყვარულით, სისასტიკით, ჭირვეულობით და ეჭვიანი ხასიათით. მას შეუძლია მეუღლის ნებას შეეწინააღმდეგოს და ყველაფერი საკუთარი სურვილების გათვალისწინებით გააკეთოს. ჰერას თვეში დაბადებულები არაორდინალური, ცოცხალი აზროვნებით გამოირჩევიან, ისინი მამაცები და დამოუკიდებლები არიან. ჰერას შეესაბამება რომაული ქალღმერთი– იუნონა.

20 თეფერვალი– 20 მარტი– პოსეიდონის თვე
პოსეიდონი კრონოსის და რეას შვილი არის. ის ზღვებს სამკაპის მეშვეობით განაგებს. თუ ზღვა წყნარია– ყველაფერი კარგად არის, ხოლო თუ შტორმი მძვინვარებს, არსებობს ალბათობა, რომ ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება. პოსეიდონის თვეში დაბადებული ადამიანები მგრძნობიარები არიან. მათ კარგი ინტუიცია აქვთ და მოვლენების პროგნოზირება შეუძლიათ. პოსეიდონს რომაული ღმერთი ნეპტუნი შეესაბამება.

21 მარტი– 20 აპრილი– ათენას თვე
ათენა პალადა– ომის და გამარჯვების, სიბრძნის და ცოდნის, ხელოვნების და ხელობის ქალღმერთია. ათენა, ზევსის თავიდან სრული შეიარაღებით გაჩნდა. ამიტომ 21.03– 20.04 პერიოდში დაბადებულ ადამიანებს, ის საკუთარი თვისებებით აჯილდოვებს– სიბრძნით, ბრძოლისუნარიოანობით, ცოდნისადმი, ხელოვნებისადმი და ხელობებისადმი სწრაფვით. ათენას, რომაული ქალღმერთი მინერვა შეესაბამება.

21 აპრილი– 20 მაისი– აფროდიტეს თვე
აფროდიტე– სილამაზის და სიყვარულის ქალღმერთია. ის ზღვის ქაფიდან იშვა. მის თვეში დაბადებულები დაჯილდოებულნი არიან სილამაზით, მათი ცხოვრება სიყვარულითაა სავსე, ურთიერთობაში ისინი რბილი და მიმზიდველნი არიან. აფროდიტეს რომაული ქალღმერთი ვენერა შეესაბამება.

21 მაისი– 21 ივნისი– აპოლონის თვე
აპოლონი ზევსის შვილია. ის მკურნალი და წინასწარმეტყველია, ცნობილია ასევე, როგორც ხელოვნების მფარველი. ის საკმაოდ მერყევი ხასიათით გამოირჩეოდა. მას შეეძლო ადამიანი დაესაჩუქრებინა, შემდეგ კი, ყველაფერი წაერთმია. მის თვეში დაბადებული ადამიანები ქარაფშუტები არიან, არ გამოირჩევიან შეუპოვრობით, თუმცა ისინი განსაკუთრებული ნიჭით და სასიამოვნო გარეგნობით არიან დაჯილდოებულნი. ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა მათ მხოლოდ ინტუიციის და გამართელების მეშვეობით და არა მიზანსწრაფულობის და შრომისმოყვარეობის დახმარებით შეუძლიათ.

22 ივნისი– 22 ივლისი– ჰერმესის თვე
ჰერმესი– ზევსის შვილი, ღმერთების მაცნე, მწყემსების და მოგზაურების მფარველი, ვაჭრობის და მოგების ღმერთია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესი მიწიერსა და ზეციერს შორის შუამავალი იყო. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები დიპლომატიური უნარებით და მოხერხებულობით გამოირჩევიან.  ჰერმესს რომაული ღმერთი მერკური შეესაბამება.

23 ივლისი– 23 აგვისტო– ზევსის თვე
ზევსი უზენაესი ღმერთია, მან საკუთარი მამა– ტიტანი კრონოსი ტარტარში დაამწყვდია. ამიტომ, ის არა მხოლოდ პატივისცემას, არამედ შიშს იწვევს. ზევსის თვეში დაბადებული ადამიანები, კეთილშობილები და სამართლიანები არიან. ისინი ძალაუფლების სიყვარულით, სიძლიერით და სხვების დარწმუნების უნარით გამოირჩევიან. ზევსს რომაული ღმერთი იუპიტერი შეესაბამება.

24 აგვისტო– 23 სექტემბერი– დემეტრას თვე
ბერძნულ მითოლოგიაში, კრონოსის და რეას ქალიშვილი, ზევსის და და ქალღმერთ პერსეფონას დედა– დემეტრა ნაყოფიერების ქალღმერთი და მიწადმოქმედების მფარველია. დემეტრა ადამიანში ქალური საწყისის სიმბოლოა. მის თვეში დაბადებულებს ის კეთილსინდისიერებით, მოვალეობის გრძნობით, საოჯახო საქმიანობისადმი სიყვარულით აჯილდოვებს.

24 სექტემბერი– 23 ოქტომბერი– ჰეფესტოს თვე
ზევსის და ჰერას შვილი– ჰეფესტო, ცეცხლის ღმერთი და მჭედლობის ხელობის მფარველია. ის მძიმე ფიზიკური შრიმით არის დაკავებული და მისი ცხოვრება არც ისე მარტივია. მის თვეში დაბადებული ადამიანები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, მათი საუკეთესო თვისებები– მიზანმიმართულობა და კეთილმსურველობა არის. მაგრამ თუ მათ მწყობრიდან გამოიყვანთ, მათი მრისხანება საშინელი იქნება. ჰეფესტოს რომაული ღმერთი ვულკანი შეესაბამება.

24 ოქტომბერი– 22 ნოემბერი– არესის თვე
არესი– ომის ღმერთი. ზევსის და ჰერას შვილი, აფროდიტეს საყვარელი, რომლისგანაც შვილები ჰყავდა– ჰარმონია, ეროსი, ფობოსი და დეიმოსი. არესს სიყვარული ისევე შეუძლია, როგორც სიძულვილი. მის თვეში დაბადებულებს ის სიყვარულით და შემოქმედებითი უნარით, მაგრამ ამავე დროს, ცხოვრებაში ბევრის მიღწევის სურვილით აჯილდოვებს. არესს რომაული ღმერთი მარსი შეესაბამება.

23 ნოემბერი– 21 დეკემბერი– არტემიდას თვე
ზევსის ქალიშვილი არტემიდა– ნადირობის ქალღმერთი და მშობიარეთა მფარველია. ძირითადად ის მშვილდით და ისრებით არის გამოსახული. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები სწორხაზოვანი, კეთილსინდისიერი და პრინციპულები არიან, მათთვის სიმართლე ყოველთვის პირველ ადგილზეა. მათ ბუნება და თავისუფალი სივრცე უყვართ. არტემიდას რომაული ქალღმერთი დიანა შეესაბამება.

22 დეკემბერი– 20 იანვარი– ჰესტიას თვე
ჰესტია– ზევსის და და მარადიული ცეცხლის მფარველია. მას ადამიანების გაერთიანების უნარი აქვს. მის თვეში დაბადებული ადამიენები მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანმიმართულები არია. მათ შესწევთ უნარი რასაც კი ხელს მოჰკიდებენ ოქროდ გადააქციონ. მათ შორის ბევრი წინასწარმეტყველი და ნათელმხილველია.