მუდრების, როგორც საკრალური ჟესტების და პოზების გაჩენის ზუსტი თარიღი დღესაც არ არის ცნობილი. ბუდიზმში და ინდუიზმში მათ ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ და ეს სიმბოლური ჟესტები დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობენ.

მუდრა „კოსმოსის სამი კოლონა“ იმუნიტეტის ამაღლებისთვის

ეს წარსულის, ახლანდელის და მომავლის ერთობაა. ის ორგანიზმს უდიდეს ენერგიას „ჩუქნის“. თუ დაბალი იმუნიტეტი და მეტაბოლიზმთან პრობლემები გაქვთ, ის აუცილებლად სცადეთ.

მარჯვენა ხელის შუა და არათითი მარცხენა ხელის ანალოგიურ თითებზე დაიდეთ. მარცხენა ხელის ნეკა თითი შუა და არათითს მიადეთ. შემდეგ კი, მისი მდგომარეობა მარჯვენა ხელის ნეკა თითით დააფიქსირეთ, ისე როგორც სურათშია ნაჩვენები. საჩვენებელი თითი კი მეორე ხელის საჩვენებელი თითის და ცერა თითის შორის მოათავსეთ.

2. პუუტა– მუდრა ტოქსინების გამოდევნისთვის

თუ დიეტას იცავთ, ეს მუდრა დაგეხმარებათ. ცერა თითის წვერი, არათითის მესამე ფალანგას მიადეთ, ისე როგორც სურათშია ნაჩვენები.

3. განეშა–მუდრა გულისთვის

ეს მუდრა არა მხოლოდ აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, არამედ ადამიანს მამაცს და თავდაჯერებულს ხდის.
ორივე ხელის თითები მოხარეთ და ხელები ერთმანეთს ისე ჩასჭიდეთ, როგორც სურათშია ნაჩვენები. ჩასუნთქვა გააკეთეთ და ხელები სხვადასხვა მხარეს გაქაჩეთ. ამოსუნთქვაზე ხელები მოდუნეთ. გაიმეორეთ 6 ჯერ, ხელების მდგომარეობა შეცვალეთ და ვარჯიში კიდევ 6ჯერ გაიმეორეთ.

4. მუდრა „შამბალის ფარი“ ნეგატიური ენერგიის წინააღმდეგ

ის ადამიანს ეხმარება, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. ფოტოზე ნაჩვენებია თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს. ქალების შემთხვევაში მარჯვენა ხელით ვაბჯენთ მუშტს მარცხენა ხელს, მამაკაცების შემთხვევაში კი პირიქით.

5. მუდრა „ლოცვა ბედნიერებაზე“

ამ მუდრას ყველაზე მეტად გამოყოფენ. მას შეუძლია ადამიანის ენერგია ნეგატივისგან გაათავისუფლოს. მისი შესრულება მაშინაა კარგი თუ თქვენ მხარდაჭერა და დახარება გჭირდებათ რაიმეში. ასევე შეგისრულდებათ სურვილი თუ მას ვიზუალურად წარმოიდგენთ და ისე შეაერთებთ ხელებს.

6. მუდრა სიყვარულისთვის

თუ გსურთ სიყვარულის ნამდვილი მაგნიტი გახდეთ, ეს მუდრა თქვენთვისაა. ის დაგეხმარებათ, რომ თქვენი მეორე ნახევარი რაც შეიძლება მალე იპოვნოთ. თითები ისე მოხარეთ, როგორც ეს ფოტოზე ჩანს, თვალები დახუჭეთ, და ასე 2-3 წუთის განმავლობაში გაჩერდით.

7. მუდრა „ენერგია“

ეს შინაგანი კომფორტის გარანტიაა. ის დაგეხმარებათ, რომ უფრო ენერგიული და აქტიური გახდეთ. მარჯვენა და მარცხენა ხელი ისე უნდა გქონდეთ, როგორც ეს ფოტოზე ჩანს. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ მით უფრო ენერგიული იქნებით.

მუდრებთან მუშაობის წინ ბეჭდები მოიხსენით, ერთ ჯერზე მხოლოდ 2–3 მუდრის გაკეთებაა რეკომენდირებული.